Magdalena Posted December 11, 2018 Posted December 11, 2018 Sony-მ და Samsung-მა უკვე დააანონსეს 48-მეგაპიქსელიანი სენსორები, ამას გარდა უფრო და უფრო ხშირად ისმის ცნობები დიდი რაოდენობით პიქსელების მქონე კამერების შესახებ სხვადასხვა კომპანიებიდან. სულ ახლახანს დაანონსდა Honor View 20, რომელშიც გამოყენებულია Sony IMX სენსორი, Huawei Kirin 980 პროცესორი და ისეთივე დიზაინის, ე.წ. “hole-punch” სელფი-კამერა, როგორიც ექნება Huawei-ს სამომავლო Nova 4-ს. ამ უკანასკნელის სრული ანონსი მომავალი კვირისთვისაა დაგეგმილი. View 20 წარმოადგენს View 10-ის გაგრძელებას, რომელიც არის საშუალო კლასის სმარტფონი და კარგი შთაბეჭდილება მოახდინა მიმდინარე წელს. Honor-ისგან ჯერჯერობით არ ხმაურდება სრული ინფორმაცია View 20-ის შესახებ: საზოგადოებას 22 იანვრამდე მოცდა მოუწევს - პარიზში გამართულ ივენთზე მოხდება სმარტფონის გლობალური მოდელის წარდგენა. V20-ის ჩინური ვარიანტი კი 26 დეკემბრიდან გამოჩნდება. ცნობილი გახლავთ ის, რომ View 20 თავის წინამორბედ მოდელთან შედარებით უფრო აგრესიულად გაუწევს კონკურენციას სხვა სმარტფონებს. ანალოგიური გეგმები აქვთ Sony-ს და Samsung-საც. აგრეთვე, კომპანია Xiaomi-ც ემზადება უახლოეს თვებში 48-მეგაპიქსელიანი კამერის მქონე სმარტფონის გამოსაშვებად. კომპანიის პრეზიდენტმა რესურს Weibo-ზე გამოაქვეყნა სმარტფონის ფოტო წარწერით - “48MP camera”. როგორც ცნობილია, ეს სმარტფონიც იანვარში გამოვა. მაღალი რეზოლუციის მქონე სენსორებიანი სმარტფონები ამ დრომდეც არსებობდა, მაგალითად, 41-მეგაპიქსელიანი მოდელი Nokia 808 PureView და Nokia Lumia 1020, თუმცა, პროგრამული უზრუნველყოფის, ზომებისა და ოპტიკის კუთხით უამრავი ვარიაციისა და ცვლილებების პირობებში რთულია შედარება რეალიზაციის მხრივ. საზოგადოება მოუთმენლად ელის მომავალი სმარტფონების გამოსვლას, რათა საბოლოოდ ცხადი გახდეს - რამდენად შეესაბამება მოლოდინი რეალობას. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/12/10/18134035/48-megapixel-camera-phone-xiaomi-honor-release-date 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now