Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია HMD Global-ი, რომელიც უშვებს სმარტფონებს Nokia-ს მარკით, აპირებს, რომ საკუთარი პოზიციები გაიმყაროს სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტში. 

image.jpeg 

პირველი სმარტფონი Nokia-ს ბრენდით - Nokia 6  HMD Global-მა დააანონსა 2017 წლის იანვარში. მას შემდეგ კომპანიას საკმაოდ კარგი მიღწევები ჰქონდა. ცნობილია, რომ ორი წელში სმარტფონ Nokia-ს გაყიდვებმა შეადგინა 70 მილიონი ერთეული. 

დღესდღეობით, Nokia-ს სმარტფონები ძირითადად წარმოდგენილია დაბალი და საშუალო ფასის სეგმენტში. ამიტომ, HMD Global-ი სამომავლოდ აპირებს კონცენტრირდეს მაღალი წარმადობის მქონე სმარტფონების ბაზარზე.  

ცნობილია, რომ კომპანიის გეგმებში შედის ფლაგმანური დივაისების გამოშვებაც. გარდა ამისა, HMD Global-ი ინვესტიციას ჩადებს თანამდევი ეკოსისტემის განვითარებაში. კერძოდ, ეს ნიშნავს სხვადასხვა აქსესუარის გამოშვებასა და ხარისხიანი სამომხმარებლო სერვისების წარდგენას. 

image.jpeg 

IDC-ის შეფასებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, გლობალური მასშტაბით, წარდგენილი იყო 355,2 მილიონი სმარტფონი. ეს დაახლოებით 6%-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, როცა მიწოდებული იყო 377,8 მილიონი ერთეული. 

 

  • Like 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.