Magdalena Posted December 10, 2018 Posted December 10, 2018 კომპანია HMD Global-ი, რომელიც უშვებს სმარტფონებს Nokia-ს მარკით, აპირებს, რომ საკუთარი პოზიციები გაიმყაროს სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამის სეგმენტში. პირველი სმარტფონი Nokia-ს ბრენდით - Nokia 6 – HMD Global-მა დააანონსა 2017 წლის იანვარში. მას შემდეგ კომპანიას საკმაოდ კარგი მიღწევები ჰქონდა. ცნობილია, რომ ორი წელში სმარტფონ Nokia-ს გაყიდვებმა შეადგინა 70 მილიონი ერთეული. დღესდღეობით, Nokia-ს სმარტფონები ძირითადად წარმოდგენილია დაბალი და საშუალო ფასის სეგმენტში. ამიტომ, HMD Global-ი სამომავლოდ აპირებს კონცენტრირდეს მაღალი წარმადობის მქონე სმარტფონების ბაზარზე. ცნობილია, რომ კომპანიის გეგმებში შედის ფლაგმანური დივაისების გამოშვებაც. გარდა ამისა, HMD Global-ი ინვესტიციას ჩადებს თანამდევი ეკოსისტემის განვითარებაში. კერძოდ, ეს ნიშნავს სხვადასხვა აქსესუარის გამოშვებასა და ხარისხიანი სამომხმარებლო სერვისების წარდგენას. IDC-ის შეფასებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, გლობალური მასშტაბით, წარდგენილი იყო 355,2 მილიონი სმარტფონი. ეს დაახლოებით 6%-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, როცა მიწოდებული იყო 377,8 მილიონი ერთეული. https://3dnews.ru/979325 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.