Magdalena Posted December 10, 2018 Posted December 10, 2018 ჩინეთში გამართულ კონფერენციაზე კომპანია Xiaomi-მ მოახდინა თავისი ბოლო ფლაგმანის - Mi Mix 3-ის 5G ვერსიის დემონსტრაცია. Xiaomi-მ აჩვენა, თუ როგორ არის შესაძლებელი ინტერნეტით სარგებლობა და ლაივ-სტრიმინგი 5G ქსელის მეშვეობით. 5G Mi Mix 3 სმარტფონი მუშაობს Qualcomm Snapdragon 855 პროცესორსა და X50 5G მოდემზე მაქსიმალური სიჩქარით - 2 გბიტი/წმ. სმარტფონის ჩვეულებრივი ვერსია მუშაობს Snapdragon 845 პროცესორზე, ისევე როგორც 2018 წლის Android-სმარტფონების უმეტესობა. Xiaomi 5G ტექნოლოგიაზე 2016 წლიდან მუშაობს, იგი თანამშრომლობს ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ მობილურ ოპერატორთან - China Mobile, რათა გამოიკვლიოს უფრო მეტი შესაძლებლობა ახალ, სამომავლო ტექნოლოგიაში. 5G Mi Mix 3 ვერსია ევროპაში ხელმისაწვდომი გახდება მომდევნო წლის დასაწყისში, ასევე, კიდევ მეტი, 5G მხარდაჭერის მქონე სმარტფონი გამოჩნდება მომავალ წელს. https://www.theverge.com/2018/12/7/18130976/xiaomi-mi-mix-3-5g-version-demo 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.