Magdalena Posted December 7, 2018 Posted December 7, 2018 2019 წელს კომპანია Samsung-ი გამოუშვებს საშუალო კლასის სმარტფონების ახალ ხაზს - Galaxy M. ამ სერიის ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნება Galaxy A50, რომელმაც უკვე გაიარა წარმადობაზე ტესტირება Geekbench 4-ზე. სმარტფონმა ერთბირთვიან რეჟიმში მოიპოვა 1681 ქულა, რაც ტიპიური მაჩვენებელია საშუალო დონის პროცესორების მქონე დივაისებისთვის. მრავალბირთვიან რეჟიმში სმარტფონმა დააგროვა 4897 ქულა. შედარებისთვის - Snapdragon 6150-ს შეუძლია 2600 და 5500 ქულის მოპოვება ერთ- და მრავალბირთვიან რეჟიმში, შესაბამისად. ტესტირების წყალობით ცნობილი გახდა, რომ Samsung Galaxy A50-ს ექნება 4 გბ ოპერატიული მეხსიერება და ოპერაციული სისტემა Android Pie. ტესტირებამდე პერიოდში უკვე ცნობილი იყო, რომ Exynos 9610 კონფიგურაციში შედის ოთხი Cortex-A73 და ოთხიც Cortex-A53 ბირთვი ტაქტის სიხშირით - 2,3 გჰც და 1,6 გჰც შესაბამისად. გრაფიკაზე პასუხისმგებელია Mali-G72. თავად პროცესორი დამზადებულია 10-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22545/samsung-galaxy-a50-s-processorom-exynos-9610-protestirovan-v-geekbench-4 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.