Magdalena Posted December 7, 2018 Posted December 7, 2018 კორპორაცია Intel-ი, როგორც ქსელური წყაროები იტყობინებიან, მომავალ წელს აპირებს დააანონსოს საინტერესო ნაკეთობა სახელწოდებით Compute Module. ეს იქნება გამოთვლითი მოდულები, რომლებიც შესაძლებელია გახდეს მცირე ფორმ-ფაქტორის კომპიუტერების, მონობლოკების, ინფორმაციული სტენდების და ა.შ საფუძველი. ამ დროისათვის ცნობილია, რომ დამზადდება Compute Module-ის ხუთი მოდიფიკაცია. ყველა მათგანს ექნება 15 ვტ. Intel-ის პროცესორი, LPDDR3-2133 ოპერატიული მეხსიერება, ადაპტერები Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5 უსადენო კავშირებისთვის. მოდიფიკაციების შესაბამისად, გამოყენებული იქნება შემდეგი ჩიპები: Celeron 4305U (ორი ბირთვი, ორი ნაკადი), Pentium 5405U (ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი), Core i3-8145U (ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი), Core i5-8265U (ოთხი ბირთვი, ოთხი ნაკადი), და Core i7-8365U (ოთხი ბირთვი, ოთხი ნაკადი). ოპერატიული მეხსიერების მოცულობა იქნება 4 ან 8 გიგაბაიტი. უმცროსი ვერსიისთვის გათვალისწინებულია 64-გიგაბაიტიანი eMMC ფლეშ-მოდული. Intel Compute Module-ის ანონსი მოსალოდნელია მომდევნო წლის ბოლო კვარტალში. https://3dnews.ru/979216 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.