Magdalena Posted December 6, 2018 Posted December 6, 2018 ცნობილია, რომ CES 2019-ზე ამერიკული გიგანტი NVIDIA ჩაატარებს პრესკონფერენციას, რომელიც მიეძღვნება Turing-ის თაობის მობილური გრაფიკული ადაპტერების ანონსს. ხსენებული გამოფენა, ტრადიციისამებრ გაიმართება ლას-ვეგასში. ამჯერად იგი დაიწყება 8 იანვარს და გაგრძელდება 12 იანვრამდე. ცნობილია, რომ NVIDIA პუბლიკას წარუდგენს პრაქტიკულად მთლიან ხაზს, მათ შორის, GeForce RTX 2050-სა და GeForce RTX 2070-ს. რაც შეეხება GeForce RTX 2080 Ti Max-Q ვიდეო ბარათებს, მათ თაყვანისმცემლებს შედარებით მეტხანს მოუწევთ ლოდინი. ეს ვიდეო ბარათი დაანონსდება მოგვიანებით იანვარში, ცალკე ღონისძიების ფარგლებში. ასევე ცნობილია, რომ Max-Q ვიდეო ბარათები არ იქნება დესკტოპ-ადაპტერებისგან განსხვავებული. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, მალე გახდება ცნობილი. NVIDIA-ს ახალი ვიდეო ბარათების მქონე სადებიუტო ლეპტოპების გაყიდვა იგეგმება 2019 წლის 26 იანვრიდან. https://bit.ly/2rpnH98 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.