Magdalena Posted December 6, 2018 Posted December 6, 2018 Qualcomm-ის მიერ ჩატარებულ Snapdragon Technology Summit-ზე კომპანია Samsung-მა მოახდინა მეტად უცნაური სმარტფონის დემონსტრირება. ცნობილია, რომ ამ სმარტფონს აქვს 5G მობილური ქსელის მხარდაჭერა. იგი მუშაობს Qualcomm-ის უახლეს Snapdragon 855 პროცესორზე, რომელიც წარმოდგენილია რვა ბირთვით, გრაფიკული კონტროლერით - Adreno 640-ითა და Al-ძრავით. როგორც წარმოდგენილ ფოტოზე ვხედავთ, 5G სმარტფონს უცნაური ფორმის ჭრილი აქვს დისპლეის ზედა მარჯვენა კუთხეში. მასში განთავსდება ფრონტალური კამერა. ჯამში, სმარტფონი საკმაოდ ორიგინალურად გამოიყურება, თუმცა, დიდი ალბათობით, მის ბაზაზე წარმოებული კომერციული მოდელები განსხვავებული დიზაინით წარსდგებიან რეალიზაციისთვის. ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ Samsung-ი ამზადებდა 5G სმარტფონს Galaxy S10 ფლაგმანურ სერიაში. ეს სმარტფონი, როგორც ამ დროისთვის ცნობილია, წარმოდგენილი იქნება 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და 1 ტერაბაიტი ფლეშ-მეხსიერებით. ახალი სმარტფონის შესახებ უფრო დეტალური ცნობები მომდევნო წლის დასაწყისისთვის გახდება ხელმისაწვდომი - ლას-ვეგასში გამართულ Consumer Electronics Show (CES)-ზე ან ბარსელონაში გამართულ Mobile World Congress (MWC)-ზე. https://3dnews.ru/979177
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now