Magdalena Posted December 6, 2018 Posted December 6, 2018 წლის ბოლომდე დარჩა ცოტა დრო და კიდევ უფრო ცოტა - ახალი, საინტერესო სმარტფონების ანონსამდე. რამოდენიმე დღეში კომპანია ASUS-ი წარადგენს სმარტფონებს, რომელთა მთავარი კონკურენტებია Xiaomi Mi A2 და Honor 8C. ეს სმარტფონები იქნება ZenFone Max Pro M2 და ZenFone Max M2. ორივე მათგანმა ტესტირება უკვე გაიარა Geekbench 4-ზე. ASUS ZenFone Max M2 სტანდარტულ მოდელს ექნება Snapdragon 632 პროცესორი და 3/4 გბ ოპერატიული მეხსიერება. სამწუხაროდ, Snapdragon 636-ის გამოყენებასთან დაკავშირებული მოლოდინი არ დადასტურდა. ასე რომ, ეს სმარტფონი ვერ შეძლებს ამ მხრივ კონკურენცია გაუწიოს Redmi Note 5-სა და Redmi Note 6 Pro-ს. სმარტფონის შიდა მეხსიერება შეადგენს 32/64 გიგაბაიტს. კიდევ ერთ დიდ მინუსად ითვლება 6,3-დუიმიანი IPS ეკრანი, რომლის გაფართოება შეადგენს 1520 х 720 პიქსელს. Geekbench 4-ზე წარმადობის ტესტირება გაიარა 4 გიგაბაიტიანმა მოდელმა. მრავალნაკადიან რეჟიმში მან მიიღო 4791 ქულა, ერთ ბირთვიან ტესტირებაში კი შეძლო 1255 ქულის მოგროვება. ეს სმარტფონი ისევე, როგორც Pro-ვერსია, მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე. ძირითადი კამერა წარმოდგენილია 13+2 მეგაპიქსელიანი მოდულებით, სელფების მოყვარულთათვის კი განკუთვნილია 8-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. ASUS ZenFone Max M2 დაკომპლექტებულია LTE-მხარდაჭერის მოდულით, აქვს 4000 მილიამპერი/სთ. მოცულობის მქონე ბატარეა და Wi-Fi / Bluetooth უსადენო მოდულები. სმარტფონს არ აქვს სივრცე NFC ჩიპისთვის. ASUS ZenFone Max Pro M2-ს აქვს 6,3-დუიმიანი ეკრანი, თუმცა მისი გაფართოება Full HD+ ფორმატს შეესაბამება. დადასტურებულია, რომ ეს მოდელი იმუშავებს Qualcomm Snapdragon 660 პროცესორზე. Geekbench 4-ზე ტესტირება გაიარა 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე კონფიგურაციამ. როგორც ჩანს, ამაზე დიდი მოცულობის მეხსიერება სმარტფონს არ ექნება. მისი ფლეშ-მეხსიერება 64/128 გიგაბაიტს შეადგენს, კომპლექტაციის შესაბამისად. ერთბირთვიან რეჟიმში სმარტფონმა დააგროვა 1481 ქულა, მრავალნაკადიან რეჟიმში კი - 5549 ქულა. ASUS ZenFone Max Pro M2-ს, მისი მცირე მოდელისგან განსხვავებით, ექნება Bluetooth v5.0 და NFC ჩიპი. მისი ბატარეის მოცულობაა 5000 მილიამპერი/სთ. სმარტფონი 180 გრამს იწონის, კორპუსის სისქე კი 9 მილიმეტრია. შედარებისთვის, ZenFone Max M2 1 მილიმეტრით თხელია და 1 გრამით მსუბუქი. ASUS ZenFone Max Pro M2 ორივე სმარტფონის წარდგენა მოხდება 11 დეკემბერს, ინდონეზიაში. მოგვიანებით კი გამოჩნდება ევროპულ ბაზრებზე. ASUS ZenFone Max Pro M2-ის ფასი იქნება 280/300 ევრო კონფიგურაციების შესაბამისად, ZenFone Max M2 კი ეღირება 160/190 ევრო. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22489/asus-zenfone-max-pro-m2-i-zenfone-max-m2-ceny-i-test-na-proizvoditelnost-v-geekbench-4 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.