Magdalena Posted December 5, 2018 Posted December 5, 2018 კომპანია OnePlus-ი რეგულარულად ახდენს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან თანამონაწილეობით შექმნილი ფლაგმანური სმარტფონების წარდგენას. მაგალითად, გასული წლის მარტში გაყიდვაში გამოვიდა OnePlus 3T Colette Edition. იმავე წელს, მცირე ინტერვალებით გამოჩნდა ჯერ OnePlus 5T Jean-Charles de Castelbajac (JCC+), შემდეგ კი - OnePlus 5T Star Wars Limited Edition. OnePlus 6-მაც მიიღო სპეციალური ვერსია: იგი დაამთხვიეს ბლოკბასტერის - Avengers: Infinity War-ის გამოსვლას. გამონაკლისი არ იქნება არც OnePlus 6T. მისი სპეციალური მოდიფიკაცია შექმნილი იქნება McLaren-თან ერთად. ორიგინალ მოდელს აქვს Qualcomm Snapdragon 845 პროცესორი, 6/8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 128/256 გიგაბაიტიანი დრაივი. მომავალი სმარტფონი კი წარმოდგენილი იქნება 10 გიგაბაიტი ოპერატიული და 256 გიგაბაიტი შიდა მეხსიერებით. McLaren-თან თანამშრომლობის შედეგად ახალ OnePlus 6T-ს ექნება უჩვეულო ფერი, კომპლექტში კი შევა დამატებითი ელემენტები: სტიკერები, ქეისი და ა.შ. დიდი მოლოდინი არსებობს სისტემის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, რამდენადაც ჩინური კომპანია საზოგადოებას ჰპირდება, რომ გამოუშვებს „ყველაზე სწრაფ“ სმარტფონს. OnePlus 6T McLaren Edition-ის ღირებულება ცნობილი არ გახლავთ. ფლაგმანის ანონსი დაგეგმილია მიმდინარე წლის 14 დეკემბერს. აქვე შეგახსენებთ, რომ OP3T Colette-ის ფასი იყო 479 ევრო, OP5 JCC+ ღირდა 559 ევრო, OP5T Star Wars Limited Edition-ის ფასი კი 500/560 ევროა კონფიგურაციების შესაბამისად. ჩვეულებრივი, 8/256 გიგაბაიტიანი OnePlus 6T-ს ღირებულება შეადგენს 550 ევროს. ბუნებრივია, OnePlus 6T McLaren Edition გაცილებით მეტი ფასის მქონე იქნება, თუნდაც 10 გბ ოპერატიული მეხსიერების გათვალისწინებით. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22452/oneplus-sovmestno-s-mclaren-predstavit-samyj-bystryj-flagmanskij-smartfon Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.