Magdalena Posted December 5, 2018 Posted December 5, 2018 Samsung-ის დასაკეცი სმარტფონი 2019 წელს გამოვა, ასევე კომპანია Sony უკვე ემზადება ახალი დონის დრეკადი დისპლეების გამოსაშვებად. ამასთან, ცნობილია, რომ მისი დასაკეცი სმარტფონი ამავე დროს გამჭვირვალეც იქნება. პატენტი მოიხსენიება როგორც „ორმხრივად გამჭვირვალე სმარტფონი“ და „დასაკეცი გამჭვირვალე სმარტფონი“. როგორც ჩანს, Sony ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაზე იმყოფება, ასე რომ დიდი ალბათობით მისი სმარტფონი გავლენას ვერ მოახდენს Samsung Galaxy F-ზე (ან Flex-ზე, რა დასახელებასაც მიანიჭებს მწარმოებელი). თუმცა, წინ თუ გავიხედავთ, გამჭვირვალე დისპლეიმ შესაძლოა უპირატესობა მისცეს Sony-ს სამომავლო შეჯიბრში. გამჭვირვალე დისპლეის შექმნა რთული იყო, რადგან შეუძლებელია ეკრანის ქვეშ არსებული კომპონენტების დაფარვა. ამ დროისათვის არსებული ტენდენციით კი უმეტესი მსხვილი კომპანია ცდილობს იპოვოს გზა სამომავლო ტრენდისკენ: ყველაფერი დაიმალოს ეკრანის ქვეშ: თითის ანაბეჭდის სენსორებიც და კამერებიც. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/22474/sony-gotovit-smartfon-s-gibkim-ekranom
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now