Magdalena Posted December 5, 2018 Posted December 5, 2018 Tesla-ს ავტოპილოტი შესანიშნავად მუშაობს, თუკი მისით ბოროტად არ ისარგებლებენ. აშშ-ში, კალიფორნიაში ნასვამი მძღოლი დაჯდა საჭესთან, დაძრა მანქანა, ჩართო ავტოპილოტი და დაიძინა. პოლიციამ შენიშნა საჭესთან მძინარე ადამიანი და სცადა გაჩერება. „ერთ-ერთი ოფიცერი წინა მხრიდან მოექცა ავტომობილს და სცადა მისი შეჩერება“ - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. პოლიციელებს ჯამში შვიდი წუთი დასჭირდათ მძღოლის გასაღვიძებლად. ამის შემდეგ მათ იგი ახლოსმდებარე ბენზინგასამართ სადგურამდე მიიყვანეს, სადაც მძღოლმა ვერ გაიარა ალკოტესტი. კალიფორნიის საგზაო საპატრულოს თანამშრომელი აცხადებს: „შესანიშნავია, რომ გვაქვს ამგვარი ტექნოლოგია. თუმცა ჩვენ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას პასუხისმგებლობების შესახებ. თუმც ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომია, მძღოლებს უნდა ახსოვდეთ, რომ აქვთ პასუხისმგებლობა ავტომობილის კონტროლის შენარჩუნებაზე“. Tesla-ს ავტოპილოტის გააქტიურების შემდეგ სისტემა მძღოლებს აძლევს გაფრთხილებას, რომ ისინი მზად უნდა იყვნენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში ხელში აიღონ მართვის კონტროლი. https://www.guru3d.com/news-story/tesla-on-autopilot-drove-7-miles-with-drunk-driver-sleeping.html 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.