Magdalena Posted December 4, 2018 Posted December 4, 2018 კომპანია Huawei-მ გამოაქვეყნა თიზერ-გამოსახულება, რაც მიუთითებს, რომ 17 დეკემბერს დაანონსდება სმარტფონი სახელად Nova 4. როგორც ცნობილი ხდება Weibo-ზე განთავსებული ფოტოდან, სმარტფონის გამორჩეულ მახასიათებელს წარმოადგენს ე.წ “hole punch” ტიპის ჭრილი ზედა მარცხენა კუთხეში. ამ ჭრილში განთავსდება ფრონტალური კამერა. ამგვარი გადაწყვეტილება საშუალებას იძლევა სმარტფონს ჰქონდეს თითქმის სრულიად უჩარჩოო დიზაინი: ეკრანი იკავებს ფრონტალური პანელის ზედაპირის 90%-ზე მეტს. ცნობილია, რომ სმარტფონს ექნება Kirin 980 პროცესორი. ეს ჩიპი შეიცავს ორ ბირთვ ARM Cortex-A76-ს ტაქტის სიხშირით 2,6 გჰც, კიდევ ორ ბირთვ ARM Cortex-A76-ს - ტაქტის სიხშირით 1,96 გჰც და 1,8 გჰც სიხშირის ოთხ ARM Cortex-A55 ბირთვს. წარმოდგენილი იქნება ორი ნეიროპროცესორული NPU ბლოკი და გრაფიკული კონტროლერი ARM Mali-G76. Nova 4 მოდელის სხვა მახასიათებლები ამგვარია: 6 გბ ოპერატიული მეხსიერება, 128 გბ ფლეშ-მოდული, Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac და Bluetooth 5.0 Low Energy უსადენო კავშირების ადაპტერები, GPS/GLONASS, სიმეტრიული USB Type-C პორტი. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android 9 Pie-თი, საფირმო EMUI 9.0-სთან ერთად. Huawei არ არის ერთადერთი მწარმოებელი, რომელიც ახალი ფორმ-ფაქტორის დისპლეიზე მუშაობს. კომპანია Samsung-მაც გამოაქვეყნა ახალი კონცეფციის დისპლეების მთელი რიგი, მათში ასევე შედის Infinity-O დისპლეი, რომელიც ჭრილითა და დიზაინით საკმაოდ წააგავს Nova 4-ს. ამ დრომდე მოსალოდნელი იყო, რომ Galaxy S10 იქნებოდა პირველი, ახალი დისპლეის მქონე სმარტფონი, თუმცა შესაძლოა Huawei-მ გადაუსწროს მას ბაზარზე გასვლის ვადებში. https://www.theverge.com/circuitbreaker/2018/12/3/18123467/huawei-nova-4-release-date-december-17-pinhole-selfie-camera https://3dnews.ru/979021 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.