Magdalena Posted December 3, 2018 Posted December 3, 2018 ისრაელში არსებული ფირმის - Check Point Software Technologies მკვლევარები ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს ფარული მაინინგის ახალი სახეობა, რომელსაც განვითარება შეუძლია. ამის შესახებ განცხადებულია კომპანიის ვებ-გვერდზე. ეს პროგრამა აღმოჩენილი იყო ექვსი თვის წინ და იმ დროისთვის მალვეარის ძირითად ფუნქციას წარმოადგენდა მხოლოდ კრიპტოვალუტა Monero-ზე ნადირობა. თუმცა დროის განმავლობაში მაინერმა „ისწავლა“ იპოვოს მსხვერპლის კომპიუტერში პროგრამის უფრო ძველი ვერსიები და ჩაანაცვლოს ისინი აქტუალურით. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა, რომ ანტივირუსმა ვერ აღმოაჩინოს მალვეარი - ამტკიცებენ Check Point-ის ექსპერტები. „ეს მალვეარი მუდმივად იძენს ახალ თვისებებსა და მეთოდებს, რითიც რთულდება მისი აღმოჩენა“ - აღნიშნავენ ექსპერტები. პროგრამა მიმართულია უმთავრესად Microsoft-ის სერვერებისკენ, IIS\SQL-ის ჩათვლით. ფარული მაინერი თავისი საჭიროებისთვის იყენებს მსხვერპლის პროცესორის სიმძლავრეს თითქმის 100%-ით. გარდა ამისა, საიდუმლოდ დარჩენისთვის KingMiner-ი იყენებს პრივატულ მაინინგ-პულს. „ჯერ კიდევ ვერ აღმოვაჩინეთ პულებისგან გამოყენებული დომენები, რადგანაც ისინი პრივატულია. ასეა თუ ისე, ვხედავთ, რომ მიმდინარე შეტევის მასშტაბი უზარმაზარია“ - აცხადებენ მკვლევარები. https://cryptonovosti.com/obnaruzhen-novyij-vid-virusnogo-po-skryityij-majning/ 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.