Jump to content

Recommended Posts

Posted

Android Auto პლატფორმაზე კომპანია Google-მა გამოუშვა სიახლე მედია-ინტერფეისისთვის, რის შედეგადაც პლატფორმა გახდა უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო. როგორც კომპანია ამტკიცებს, ახალი  ინტერფეისი მომხმარებელს დაეხმარება იპოვოს საჭირო კონტენტი, ამასთან ერთად ტექსტის სახით მოკლე მონაკვეთები - ტრეკების სახელწოდება და ა.შ. თუმცა, ახალი ფუნქცია მოქმედია მხოლოდ მაშინ, როდესაც ავტომობილი გაჩერებულ მდგომარეობაში იმყოფება. 

image.jpeg 

სამომხმარებლო ინტერფეისის განახლების შემდეგ უფრო გამარტივდა მუსიკის ჩანაწერების, პოდკასტებისა და აუდიოწიგნების გამოყენება, რადგან ალბომების გარეკანები ზომაში გაიზარდა და მეტად თვალსაჩინოდ გამოიყუება. აგრეთვე დაემატა Google Book-ის, Google Music-ს, iHeartRadio-ს, Pocket Casts-ისა და Spotify-ს მხარდაჭერა. ხმოვანი მართვის სისტემის - Google Assistant-ის საშუალებით კი შესაძლებელია მუსიკის ან სხვა კონტენტის ჩართვა ხმოვანი ბრძანებით. მაგალითად, მომხმარებლებს შეუძიათ სისტემას მოსთხოვონ კონკრეტული შემსრულებლის მელოდიის ჩართვა კონკრეტული დროის მომენტში.  

სისტემას დაემატა MMS და RCS მხარდაჭერა, რაც საშუალებას იძლება გაგზავნოთ და მიიღოთ შეტყობინებები. შესაძლებელია ამ ფუნქციის ჩართვა და გამორთვა პარამეტრებიდან. გარდა ამისა, სისტემა მუშაობს Hangouts და WhatsApp მესენჯერებთან. 

image.jpeg 

Android Auto სისტემის მხარდაჭერა ჰქონდათ იაპონური კომპანიის - Mazda-სა და ბრიტანული ბრენდის - Jaguar Land Rover-ის ავტომობილებს. მათ ასევე ჰქონდათ Apple CarPlay-ს მხარდაჭერაც. ამ სისტემების საშუალებით შესაძლებელია Android-ზე ან iOs-ზე მომუშავე სმარტფონებით ბორტის მედიაცენტრთან დაკავშირება. Android Auto და Apple CarPlay საშუალებას იძლევა იხილოთ რუკები, უსმინოთ მუსიკას, განახორციელოთ ზარები, იქონიოთ მიმოწერა Messenger-ში და ა.შ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.