Magdalena Posted December 3, 2018 Posted December 3, 2018 ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა სასამართლო პროცესის თარიღი - 2019 წლის 15 აპრილი. სასამართლოზე წარდგება კომპანია Qualcomm-ი Apple-ის წინააღმდეგ. San Diego Union-ტრიბუნა აცხადებს, რომ მხარეებმა სასამართლოს ჩარევის გარეშე ვერ შეძლეს მოეგვარებინათ სადავო საქმე, რომლის მიხედვითაც Qualcomm-მა დაადანაშაულა Apple კონკურენტ Intel-თან ერთად Qualcomm-ის კერძო საკუთრების კოდის გამოყენებაში. Union-Tribune-ის განცხადების მიხედვით, Apple-ის ადვოკატებმა უარი განაცხადეს, ვითარება დაერეგულირებინათ ორ კომპანიას შორის, რაც თავიდან აარიდებდათ სასამართლო გარჩევებს. Qualcomm-ს სურდა, თებერვალში დანიშნულიყო პროცესი, თუმცა შტატის მოსამართლემ დავის თარიღად აპრილის თვე დაადგინა იმის გათვალისწინებით, რომ არსებულ სიტუაციას რთულად მიიჩნევს და ამასთანავე ითვალისწინებს სასამართლო გრაფიკს. სარჩელის შეტანა - ეს საბოლოო შედეგია Qualcomm-სა და Apple-ს შორის მიმდინარე დავებისა, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო: იმ დროს Apple-მა უჩივლა Qualcomm-ს თანხების დაფარვის გამო. ზემოთხსენებული უკანასკნელი დავა კი დაიწყო მიმდინარე წლის სექტემბერში. დავის მიზეზი გახლავთ Qualcomm-ის ბრალდება Apple-ის მიმართ, რომ მან მოიპარა და Intel-ს გადასცა კომპანიის კუთვნილი ტექნოლოგია. https://www.theverge.com/2018/12/1/18121261/qualcomm-apple-trial-lawsuit-san-diego-april-15th 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.