Magdalena Posted December 1, 2018 Posted December 1, 2018 ამ დღეებში ცნობილი გახდა Galaxy A8s-ის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. სმარტფონს გამოსაშვებად ამზადებს კომპანია Samsung-ი. ქსელურმა წყაროებმა მეტად საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს ამ სმარტფონზე. უახლეს ცნობებს თუ ვენდობით, Galaxy A8s შესაძლოა იყოს პირველი სმარტფონი ყურსასმენებისთვის განკუთვნილი ტრადიციული 3,5 მილიმეტრიანი კონექტორის გარეშე. მის ფუნქციას შეასრულებს USB Type-C პორტი. უკვე არსებული 3,5 მილიმეტრიანი კონექტორის მქონე ყურსასმენების გამოსაყენებლად კი საჭირო იქნება სპეციალური გადამყვანის გამოყენება. ამგვარად, დამკვირვებლები თვლიან, რომ Galaxy A8s-ის დაანონსებით კომპანია Samsung-ი დაიწყებს ეტაპობრივად უარის თქმას 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორის გამოყენებაზე ტოპ-სმარტფონებში. პერსპექტივაში, როგორც მოსალოდნელია, ტრადიციული კონექტორების გარეშე იქნება წარმოდგენილი Galaxy S-ისა და Galaxy Note სერიის სმარტფონები. უნდა აღინიშნოს, რომ Galaxy S10 სერიის სმარტფონებს ექნებათ 3,5 მილიმეტრიანი კონექტორები. Galaxy Note 10 კი დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება USB Type-C პორტით. რა თქმა უნდა, მთელი ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალური ხასიათისაა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ თანამედროვე სმარტფონს არ აქვს 3,5 მილიმეტრიანი კონექტორები. დავამატებთ, რომ Samsung-ი წარმოადგენს სმარტფონების უმსხვილეს მომწოდებელს. IDC-ის შეფასებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიამ შეძლო 72,2 მლნ მოწყობილობის რეალიზება და დაიკავა ბაზრის 20,3%. https://3dnews.ru/978957 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.