Jump to content

Recommended Posts

Posted

ამ დღეებში ცნობილი გახდა Galaxy A8s-ის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. სმარტფონს გამოსაშვებად ამზადებს კომპანია Samsung-ი. ქსელურმა წყაროებმა მეტად საინტერესო ინფორმაცია მოიძეს ამ სმარტფონზე. 

უახლეს ცნობებს თუ ვენდობით, Galaxy A8s შესაძლოა იყოს პირველი სმარტფონი ყურსასმენებისთვის განკუთვნილი ტრადიციული 3,5 მილიმეტრიანი კონექტორის გარეშე. მის ფუნქციას შეასრულებს  USB Type-C პორტი. უკვე არსებული 3,5 მილიმეტრიანი კონექტორის მქონე ყურსასმენების გამოსაყენებლად კი საჭირო იქნება სპეციალური გადამყვანის გამოყენება. 

image.jpeg 

ამგვარად, დამკვირვებლები თვლიან, რომ Galaxy A8s-ის დაანონსებით კომპანია Samsung-ი დაიწყებს ეტაპობრივად უარის ქმას 3,5 მილიმეტრიანი აუდიოკონექტორის გამოყენებაზე ტოპ-სმარტფონებში. პერსპექტივაშ, როგორც მოსალოდნელია, ტრადიციული კონექტორების გარეშე იქნება წარმოდგენილი Galaxy S-ისა და Galaxy Note სერიის სმარტფონები. 

უნდა აღინიშნოს, რომ Galaxy S10 სერიის სმარტფონებს ექნებათ 3,5 მილიმეტრიანი კონექტორები. Galaxy Note 10 კი დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება USB Type-C პორტით. 

image.jpeg

რა თქმა უნდა, მთელი ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არაოფიციალური ხასიათისაა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ თანამედროვე სმარტფონს არ აქვს 3,5 მილიმეტრიანი კონექტორები. 

დავამატებთ, რომ Samsung- წარმოადგენს სმარტფონების უმსხვილეს მომწოდებელს. IDC-ის შეფასებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიამ შეძლო 72,2 მლნ მოწყობილობის რეალიზება და დაიკავა ბაზრის 20,3%. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.