Jump to content

Recommended Posts

Posted

თავისი პირველი ელექტრომობილის - E-Tron SUV-ის დებიუტიდან ორი თვის შემდეგ, Audi-მ დააანონსა ახალი ელექტრომანქანა E-Tron GT Concept. იგი სედანის ტიპისაა და წარმოდგენილია მთლიანად ელექტროძრავით. 

კონცეპტი გამოჩნდა ლოს-ანჯელესის ავტოშოუზე. როგორც კომპანია აცხადებს, იგი გაყიდვაში ორი წლის შემდეგ გამოვა. ღირებულება არ ხმაურდება. 

მწარმოებელი თავის ახალ ელექტრომობილს უწოდებს ოთხკარიან კუპეს. მისი გარეგნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, მანქანა სპორტულ ხასიათს ატარებს.  

Audi e-tron GT-ის კონსტრუქციაში გამოყენებულია ნახშიბადის ბოჭკოები და ალუმინი. მანქანის გაბარიტები შეადგენს 4,96 × 1,96 × 1,38 მეტრს, საბურავების ბაზა - 2,90 მეტრს. აქვს 22-დუიმიანი დისკები 285/30 საბურავებით. 

მანქანას აქვს ორი ელექტროძრავი, რომლებიც განთავსებულია წინა და უკანა ღერძებზე. ამის წყალობით რეალიზებულია მართვის მოქნილი სისტემა და სრული სვლის შესაძლებლობა. 

ელექტრომობილის სიმძლავრე 590 ცხენის ძალას აღწევს. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის საჭიროა სულ რაღაც 3,5 წამი. მაქსიმალურ სიჩქარედ გათვლილია 240 კმ/სთ. 

კვებას უზრუნველყოფს 90კვტ/სთ-იანი ლითიუმ-იონური ბატარეების ბლოკი. სრულად დატენილი ბატარეით მანქანას შეუძლია გაიაროს 400 კმ-ზე მეტი ერთ გასვლაზე. ამასთან, 800 ვოლტიანი სისტემის საშუალებით შესაძლებელია ენერგიის მარაგი 80%-მდე შეივსოს სულ რაღაც 20 წუთში. ამგვარი სწრაფი დამუხტვის სისტემა არც ერთ არსებულ ელექტრომობილს არ გააჩნია ამ ეტაპზე, მათ შორის, არც Tesla-მობილებს.  

Audi e-tron GT ელექტრომობილს აქვს ენერგიის აღდგენის სისტემა, მძღოლის დამხმარე ანამედროვე საშუალებები, ციფრული პანელი, დიდი სენსორული ეკრანი და ა.შ. 

მისი  კომერციული მოდელების წარდგენა ბაზარზე იგეგმება 2021 წლისთვის. 

ჯერჯერობით ადრეა ამ მობილს „Tesla Killer“ ეწოდოს, თუმცა ცხადია, რომ გერმანული ავტომწარმოებლები ტრადიციული მანქანათმშენებლობიდან ახალ ჰორიზონტზე გადავიდნენ: Audi წარმოდგენილი იქნება e-tron GT ქროსოვერითა და e-tron GT სპორტული მოდელით, ასევე - Mercedes-Benz, Volkswagen და სხვებიც აქტიურად არიან ჩართულნი ელექტრომობილების წარმოებაში. 

 

 

image.png 

 

image.png 

 

image.png

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.