Magdalena Posted November 29, 2018 Posted November 29, 2018 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს კომპანია Nubia-მ წარადგინა სმარტფონი Snapdragon 845 პროცესორით, რომელსაც ჰქონდა ერთი კამერა და უკანა პანელზე 5,1-დუიმიანი დამატებითი HD+ დისპლეი. ამ სმარტფონის ბაზარზე გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. Xiaomi-ს მომავალ სმარტფონს ექნება 6,5-დუიმიანი Full HD+ დისპლეი, რომელიც დაიკავებს ფრონტალური პანელის თითქმის 98 %-ს. Nubia-ს მსგავსად, ამ სმარტფონსაც არ ექნება ფრონტალური კამერა, მის ფუნქციას ძირითადი კამერა შეითავსებს. ძირითადი მატრიცა AMOLED ტექნოლოგიითაა წარმოდგენილი და ექნება ჩაშენებული ბიომეტრიული სენსორი. დამატებითი ეკრანიც ასევე იქნება Full HD+ გაფართოებით. მისი დიაგონალი იქნება 4 დუიმი. უკანა პანელის ზედა ნაწილში განთავსდება სამი კამერა და ფლეშ-განათება. კამერა წარმოდგენილია 40, 20 და 12 მეგაპიქსელიანი მოდულებით. კამერებს ექნება გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზატორი. სმარტფონის უკანა პანელზე იქნება კომპანია Corning-ის დამცავი მინა Gorilla Glass. ფლაგმანური სმარტფონი იმუშავებს 7 ნანომეტრიან Qualcomm Snapdragon 8150 ჩიპზე. იგი შანსებს არ უტოვებს ბენჩმარკებზე სხვა ცალკრისტალიან სისტემებს, რომლებიც Android-სმარტფონებისთვისაა განკუთვნილი. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სმარტფონს ექნება 6/8 გბ ოპერატიული მეხსიერება, დამატებითი მეხსიერების მოცულობა კი 512 გბ-ს შეადგენს მაქსიმალურ კომპლექტაციაში. გარდა ამისა, დივაისს ექნება 5G მხარდაჭერა და 3600 მილიამპერი/სთ. მოცულობის ბატარეა. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22319/xiaomi-predstavit-dvuhekrannyj-flagman-na-snapdragon-8150 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.