Jump to content

Recommended Posts

Posted

დღესდღეობით მობილურ ბაზარზე არსებობს რამოდენიმე სამკამერიანი სმარტფონი, მათ შორის - Mate 20 Pro და ერთი სმარტფონი ოთხი ძირითადი კამერით - Samsung Galaxy A7 (2018). 2019 წლის დასაწყისში შესაძლოა Meitu-მ წარადგინოს მსოფლიოში პირველი სმარტფონი, რომელსაც სამი ფრონტალური კამერა ექნება. გარდა ამისა, უნდა შედგეს ფლაგმანური Nokia 9-ის ანონსი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ხუთი ობიექტივით. თმცა ყველა ამ სმარტფონის მოლოდინის ეფექტებს დაჩრდილავს სმარტფონი, რომელსაც კომპანია LG წარადგენს. 

image.png 

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ სამხრეთკორეული კომპანია მუშაობს მოდელზე, რომლის უკანა პანელზე განთავსებული იქნება კამერის 16 მოდული. ყველა ობიექტივი თავმოყრილი იქნება ერთ ადგილზე.  

image.png 

 

გარდა ამისა, 16-მოდულიანი კამერის ქვემოთ განთავსებული იქნება სარკე, თუმცა მისი დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, რომ სარკე გამოყენებულ იქნას სელფი-გადაღებებისას, ფრონტალური კამერები კი არ ექნება სმარტფონს. ამგვარი გადაწყვეტილებაა გამოყენებული კომპანია Nubia-ს მიერ თავის სმარტფონ Nubia X-ში, თუმცა ამ სმარტფონს სარკის ნაცვლად მეორე დისპლეი აქვს, რომელიც განთავსებულია უკანა მხარეს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.