Magdalena Posted November 28, 2018 Posted November 28, 2018 ოჰაიო გახდა აშშ-ის პირველი შტატი, სადაც შესაძლებელია გადასახადების გადახდა კრიპტოვალუტით. The Wall Street Journal-ის თანახმად, მიმდინარე კვირიდან შტატში მოქმედ ორგანიზაციებსა და ფირმებს შეეძლებათ გადაიხადონ სხვადასხვა ტიპის გადასახადები ამგვარად, მათ შორის, კომუნალური გადასახადებიც. Bitcoin-ით ანგარიშსწორება საკმაოდ მარტივია და მოიცავს სამ ეტაპს: პირველ რიგში საწარმოები უნდა დარეგისტრირდნენ ოჰაიოს საფინანსო მართვის ორგანოში სოციალური საიტის - OhioCrypto.com-ის საშუალებით. შემდეგ, უნდა შეავსონ საგადასახადო მონაცემები: უნდა განისაზღვროს შესატანი თანხის რაოდენობა და საანგარიშსწორებო პერიოდი და ბოლოს, ეს თანხა გადაიხდება შესაბამისი კრიპტოსაფულიდან. Bitcoin-ით გადახდის ყველა ოპერაცია გაივლის BitPay სერვისს, რომელიც მოახდენს კრიპტოვალუტის გაცვლას დოლარში სახაზინო ოფისისთვის. https://overclockers.ru/blog/Dambeldor/show/22310/poka-nekotorye-horonjat-kriptovaljutu-v-ssha-nachali-sobirat-nalogi-v-bitcoinah 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.