Magdalena Posted November 28, 2018 Posted November 28, 2018 კომპანია Sony Interactive Entertainment-მა წარადგინა ცნობები სამომავლო რეტრო-კონსოლის - PlayStation Classic-ის შესახებ. კონსოლი გაყიდვაში 3 დეკემბრიდან გამოვა. PlayStation Classic - ეს არის მინიატურული რეტრო-კონსოლი, რომელშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ უკვე ჩატვირთული ორიგინალი PlayStation-ის თამაშები. კონსოლი წარმოდგენილია ორი, სადენიანი გეიმპადით. ზომით იგი პატარაა: 14,7 × 3,3 × 10,4 სმ, ანუ 45%-ით მცირე ზომისაა პირველ PlayStation-თან შედარებით. მისი წონა 170 გრამია. PlayStation Classic-ზე ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი თამაშები: (ჯამში სულ 20) Battle Arena Toshinden; Cool Boarders 2; Destruction Derby; Final Fantasy VII; Grand Theft Auto; Intelligent Qube; Jumping Flash!; Metal Gear Solid; Mr. Driller; Oddworld: Abe’s Oddysee; Rayman; Resident Evil Director’s Cut; Revelations: Persona; R4 Ridge Racer Type 4; Super Puzzle Fighter II Turbo; Syphon Filter; Tekken 3; Tom Clancy’s Rainbow Six; Twisted Metal; Wild Arms. სხვა ახალი თამაშების ჩატვირთვა კონსოლზე PlayStation Network-იდან შეუძლებელია - კონსოლს არ აქვს ინტერნეტ-კავშირი. PlayStation Classic-ის რამოდენიმე თამაშს ექნება მულტიფლეიერი ორი მოთამაშისთვის. ეს თამაშებია: Battle Arena Toshinden; Cool Boarders 2; Destruction Derby; Intelligent Qube; Mr Driller; Ridge Racer Type 4; Super Puzzle Fighter 2 Turbo; Tekken 3; Tom Clancy's Rainbow Six; Twisted Metal. კონსოლზე თამაშები გაეშვება 720p ან 480p გაფართოებით, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის დისპლეიზე. კავშირისთვის ექნება HDMI. მომხმარებლები ვერ გამოიყენებენ DualShock 4-ს ან PlayStation-ის, PlayStation 2-ისა და PlayStation 3-ის კონტროლერებს: PlayStation Classic-ს აქვს მხოლოდ საკუთარი გეიმპადების მხარდაჭერა. კონსოლს არ აქვს ფუნქცია System Link (რამოდენიმე კონსოლის ერთად დაკავშირების ფუნქცია). PlayStation Classic-ის მფლობელის განკარგულებაში იქნება მეხსიერების ბარათების 15 სლოტი. კვებას რაც შეეხება, ამისთვის გათვალისწინებულია USB მინიმუმ 1A სიმძლავრით. კონსოლის მენიუ ამგვარად გამოიყურება: (იხ.ფოტო) https://3dnews.ru/978746 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.