Jump to content

Recommended Posts

Posted

მიმდინარე წელს კომპანია Xiaomi-მ წარმოადგინა ფლაგმანური Mi 8-ს მოდიფიკაციების მთელი რიგი, ერთ-ერთი მათგანია მოდელი Mi 8 SE. დივაისი მუშაობს ოპერაციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე საფირმო პროგრამულ უზრუნველყოფა - MIUI 9.5-სთან ერთად. გასულ დღეებშ სმარტფონი შემჩნეულ იქნა Geekbench 4-ზე ოპერაციულ სისტემა Android Q-თი.  

image.jpeg 

საინტერესოა, რომ დივაისი ამ დრომდე მუშაობს Android 8.1 Oreo-ს ბაზაზე, თუმცა MIUI 10 უკვე მიიღო. ჩინური კომპანია დაპირებას იძლევა, რომ სმარტფონის Android 9.0 Pie-მდე აფდეითი  მოხდება მიმდინარე წლის ბოლომდე. რაც შეეხება Android Q-ს, ოპერაციული სისტემის ბეტა-ვერსია Xiaomi Mi 8 SE-სთვის არ იქნება ხელმისაწვდომი მინიმუმ მომავალი წლის მეორე კვარტალურ პერიოდამდე.  

აქვე მოგახსენებთ, რომ სუბფლაგმანი Mi 8 SE მუშაობს Qualcomm Snapdragon 710 პროცესორზე, აქვს 4/6 გიგაბაიტი ოპერატიული და 64/128 დამატებითი მეხსიერება, ასევე - ძირითადი კამერა 12+5 მეგაპიქსელიანი სენსორებით, ფრონტალური 20-მეგაპიქსელიანი კამერა და ბატარეა 3120 მილიამპერი/სთ. მოცულობით. აქვს სწრაფი დატენვის მხარდაჭერა Quick Charge 3.0. 

Geekbench 4-ზე წარმადობაზე ტესტირება გაიარა 6 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდელმა. ერთნაკადიან რეჟიმშ ბენჩმარკზე დივაისმა 1830 ქულა დააგროვა, რავალნაკადიან რეჟიმში კი შეძლო 5819 ქულის მოგროვება. 

image.jpeg 

სმარტფონის ღირებულება ჩინეთის მასშტაბით შეადგენს 260-დან 340-მდე დოლარს, მოდიფიკაციის შესაბამისად.  

 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.