Magdalena Posted November 27, 2018 Posted November 27, 2018 კომპანია Vivo მუშაობს ახალ, საინტერესო ტიპის სმარტფონზე, რომელიც გამოვა NEX-სერიის ფარგლებში. სმარტფონის მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება ორი ეკრანის არსებობაში: კორპუსის წინა და უკანა მხარეზე წარმოდგენილი იქნება OLED დისპლეები. ცნობილია, რომ ფრონტალური ეკრანის ზომა 6,4 დუიმი იქნება დიაგონალზე. წინასწარი ცნობებით, გამოყენებული იქნება პანელი Full HD+ რეზოლუციით. უკანა ეკრანის მახასიათებლები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. ინტერნეტ-წყაროებმა უკვე აღმოაჩინეს მომავალი სმარტფონის ფოტოები. ჩანს, რომ დივაისი წარმოდგენილია სრულიად უჩარჩოო დიზაინით. უკანა ეკრანის ზედა ნაწილზე განთავსებულია ორი კამერა: მის შემადგენლობაში შედის 24- და 16-მეგაპიქსელიანი სენსორები. სმარტფონს არ აქვს ფრონტალური კამერა. სელფების გადაღებას ამ სმარტფონის მფლობელები შეძლებენ უკანა კამერის საშუალებით, რომელიც იყენებს ეკრანს, როგორც viewfinder-ს. სმარტფონი იმუშავებს Snapdragon 845 პროცესორზე. ეს ჩიპი შეიცავს რვა Kryo 385 ბირთვს: მათგან ოთხი ფუნქციონირებს 2,8 გიგაჰერცამდე ტაქტის სიხშირეზე, კიდევ ოთხი მათგანი კი - 1,8 გიგაჰერცამდე ტაქტის სიხშირეზე. სმარტფონს ექნება გრაფიკული ბირთვი Adreno 630. ჩიპის შემადგენლობაში შედის Snapdragon X20 LTE მოდემი, რომლის საშუალებითაც, თეორიულად, შესაძლებელი იქნება მონაცემების ჩამოტვირთვა 1,2 გბიტი/წამამდე სიჩქარით. სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის მხარდაჭერის შესახებ არაფერი გახმაურებულა. სმარტფონის ანონსი მოსალოდნელია მიმდინარე წლის დასასრულს. https://3dnews.ru/978701 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.