Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Vivo მუშაობს ახალ, საინტერესო ტიპის სმარტფონზე, რომელიც გამოვა NEX-სერიის ფარგლებში. 

image.jpeg 

სმარტფონის მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება ორი ეკრანის არსებობაში: კორპუსის წინა და უკანა მხარეზე წარმოდგენილი იქნება OLED დისპლეები. 

ცნობილია, რომ ფრონტალური ეკრანის ზომა 6,4 დუიმი იქნება დიაგონალზე. წინასწარი ცნობებით, გამოყენებული იქნება პანელი Full HD+ რეზოლუციით. უკანა ეკრანის მახასიათებლები ჯერჯერობით არ გახმაურებულა. 

ინტერნეტ-წყაროებმა უკვე აღმოაჩინეს მომავალი სმარტფონის ფოტოები. ჩანს, რომ დივაისი წარმოდგენილია სრულიად უჩარჩოო დიზაინით. უკანა ეკრანის ზედა ნაწილზე განთავსებულია ორი კამერა: მის შემადგენლობაშ შედის 24- და 16-მეგაპიქსელიანი სენსორები. 

image.jpeg 

სმარტფონს არ აქვს ფრონტალური კამერა. სელფების გადაღებას ამ სმარტფონის მფლობელები შეძლებენ უკანა კამერის საშუალებით, რომელიც იყენებს ეკრანს, როგორც 

viewfinder-ს. 

სმარტფონი იმუშავებს Snapdragon 845 პროცესორზე. ეს ჩიპი შეიცავს რვა Kryo 385 ბირთვს: მათგან ოთხი ფუნქციონირებს 2,8 გიგაჰერცამდე ტაქტის სიხშირეზე, კიდევ ოთხი მათგანი კი -  1,8 გიგაჰერცამდე ტაქტის სიხშირეზე. სმარტფონს ექნება გრაფიკული ბირთვი Adreno 630. ჩიპის შემადგენლობაში შედის Snapdragon X20 LTE მოდემი, რომლის საშუალებითაც, თეორიულად, შესაძლებელი იქნება მონაცემების ჩამოტვირთვა 1,2 გბიტი/წამადე სიჩქარით. 

სწრაფი დატენვის ტექნოლოგიის მხარდაჭერის შესახებ არაფერი გახმაურებულა. სმარტფონის ანონსი მოსალოდნელია მიმდინარე წლის დასასრულს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.