Magdalena Posted November 26, 2018 Posted November 26, 2018 აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს, დაარწმუნოს მობილური კავშირების ოპერატორები და ინტერნეტ-პროვაიდერები - უარი თქვან ჩინური კომპანია Huawei-ს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებზე - ამის შესახებ იტყობინება რესურსი Wall Street Journal. ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაზრდის ზეწოლას სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელზე, რომელიც დასავლური სადაზვერვო სააგენტოების მხრიდან მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება ჩინეთის მთავრობასთან სავარაუდო კავშირებისა და თავისი ტექნიკის შესაძლო ჯაშუშური გამოყენების გამო. აშშ-ში უკვე არსებობს აკრძალვა, რომ არ გამოიყენონ Huawei-ს მოწყობილობები სახელმწიფო ორგანიზაციებსა და სამთავრობო უწყებებში. თავის მხრივ, ავსტრალიის ხელისუფლებამაც აკრძალა Huawei-ს მოწყობილობების მიწოდება 5G ქსელებისთვის. Huawei-მ, რომელმაც არაერთხელ უარყო რაიმე სახის ჯაშუშურ საქმიანობაში მონაწილეობა, აღმოჩნდა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიათაგან ერთ-ერთი, რომელიც აშშ-ის მთავრობის მხრიდან მკაცრი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა ამ ორ ქვეყანას შორის გამწვავებული სავაჭრო ომის პირობებში. აშშ-ის ხელისუფლება არ მალავს შეშფოთებას იმ მიმართულებითაც, რომ ჩინური სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები გამოიყენება იმ ქვეყნებში, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული. ამისთვის, ვაშინგტონი აპირებს გაუზარდოს დაფინანსება ამგვარი ქვეყნების სატელეკომუნიკაციო სისტემებს განვითარების დასახმარებლად, რის შემდეგაც ისინი უარს იტყვიან ჩინური წარმოების პროდუქციაზე. https://3dnews.ru/978639 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.