Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის ხელისუფლება ცდილობს, დაარწმუნოს მობილური კავშირების ოპერატორები და ინტერნეტ-პროვაიდერები - უარი თქვან ჩინური კომპანია Huawei-ს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებზე -  ამის შესახებ იტყობინება რესურსი Wall Street Journal. 

image.jpeg

 

ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაზრდის ზეწოლას სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელზე, რომელიც დასავლური სადაზვერვო სააგენტოების მხრიდან მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება ჩინეთის მთავრობასთან სავარაუდო კავშირების და თავისი ტექნიკის შესაძლო ჯაშუშური გამოყენების გამო. 

აშშ-ში უკვე არსებობს აკრძალვა, რომ არ გამოიყენონ Huawei-ს მოწყობილობები სახელმწიფო ორგანიზაციებსა და სამთავრობო უწყებებში. თავის მხრივ, ავსტრალიის ხელისუფლებამაც აკრძალა Huawei-ს მოწყობილობების მიწოდება 5G ქსელებისთვის. 

Huawei-მ, რომელმაც არაერთხელ უარყო რაიმე სახის ჯაშუშურ საქმიანობაში მონაწილეობა,  აღმოჩნდა ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიათაგან ერთ-ერთი, რომელიც აშშ-ის მთავრობის მხრიდან მკაცრი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა ამ ორ ქვეყანას შორის გამწვავებული სავაჭრო ომის პირობებში. 

image.jpeg

 

აშშ-ის ხელისუფლება არ მალავს შეშფოთებას იმ მიმართულებითაც, რომ ჩინური სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები გამოიყენება იმ ქვეყნებში, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული. ამისთვის, ვაშინგტონი აპირებს გაუზარდოს დაფინანსება ამგვარი ქვეყნების სატელეკომუნიკაციო სისტემებს განვითარების დასახმარებლად, რის შემდეგაც ისინი უარს იტყვიან ჩინური წარმოების პროდუქციაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.