Jump to content

Recommended Posts

Posted

დღესდღეობით, ბრაუზერში ათეულობით საიტის ერთდროულად გახსნა  ნორმას წარმოადგენს უამრავი ადამიანისთვის. თავისთავად, ამისათვის საჭიროა მძლავრი კომპიუტერი, თუმცა მთავარი პრობლემა სხვა საკითხში მდგომარეობს. Chrome-ში გარკვეული რაოდენობის საიტების ერთად გახსნის შემდეგ ისინი ერთმანეთისაგნ აღარაფრით განირჩევა - აღარ ჩანს საიტის ლოგოები. ამიტომ, კომპანია Google-მა გადაწყვიტა გამოუშვას ფუნქცია, როგორიც უკვე აქვს Firefox-ს. 

image.png 

უკვე დადასტურდა, რომ კომპანია გეგმავს ამ ფუნქციის დამატებას. მისი საშუალებით ზომაში აღარ შემცირდება გახსნილი საიტების მაჩვენებლები. ჩანართებს იხილავთ ჩვეულებრივი ჩასქროლვით. ასევე, სისტემას ექნება შესაძლებლობა - ცალკე გამოიყოს რამოდენიმე თაბი. 

მსგავსი ფუნქციის მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდან დიდი ხანია არსებობდა და როგორც ვხედავთ, მოთოვნა შესრულდება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის დაემატება ბრაუზერს მსგავსი შესაძლებლობა. შესაძლოა, რომ მას დანერგავენ Chrome 71-ში, რომელიც დეკემბერში გამოვა, თუმცა ეს ჯერ ცნობილი არ გახლავთ. 

image.jpeg 

ზემოთხსენებული პრობლემის გადაჭრის კიდევ ერთი საშუალებაა ის, რომ განისაზღვროს გახსნილი საიტების მაჩვენებლების მინიმალური სიგანე მიუხედავად ეკრანის ზომისა. ამის საშუალებით შესაძლებელი იქნება ჩანდეს თუნდაც საიტის დასახელების მცირე ნაწილი ან ლოგოტიპი მაინც. 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავის დროზე Firefox-აც არ ქონდა მსგავსი ფუნქცია, მისი რეალიზება მოხდა გაფართების შედეგად, დღესდღეობით კი იგი საიტის ტრადიციულ ფუნქციას წარმოადგენს. ამასთან, ფლაგინები, რომლებიც აადვილებს მუშაობას ჩანართებთან, ყველა ბრაუზერშია, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყენებს ჩასქროლვის შესაძლებლობას ან რაიმე მასზე უფრო ხელსაყრელ საშუალებას. 

Posted

აუ ძაან ცუდი ფუნქციაა, რა ჩასქროლვა, დავიტანჯები ხოლმე, ეგეთი რამე ასარჩევად უნდა იყოს, იმედია იქნება სეთინგებში ეგ ოპცია

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.