Jump to content

Recommended Posts

Posted

Samsung-ი არის კომპანია, რომლის ასორტიმენტშიც არ შედის ჭრილის მქონე სმარტფონები. ამგვარი კომპანიების სიაშია ასევე Sony და HTC. თუმცა, უახლოეს თვეებში სიტუაცია შეიცვლება. კომპანიამ უკვე წარმოადგინა ოთხი ახალი დისპლეი, რომელთაგან ორი წარმოდგენილია წვეთის ფორმის მქონე ჭრილით - Infinity-U და Infinity-V. დღესდღეობით ცნობილი გახდა, რომ პირველი მათგანის სახელწოდება იქნება Galaxy M20. 

image.jpeg 

მომავალმა მოდელმა გაიარა ტესტირება ბენჩმარკ AnTuTu-ზე. ამის წყალობით, ცნობილი გახდა, რომ იგი იმუშავებს ოპეარციულ სისტემა Android 8.1 Oreo-ზე, ექნება რვაბირთვიანი პროცესორი Samsung Exynos 7885, რომლის კონფიგურაციაშიც შევა გრაფიკული ბირთვი Mali-G71 MP2. დისპლეის გაფართოება იქნება 2340 х 1080 პიქსელი (Full HD+). 

image.jpeg 

სმარტფონს ექნება 3 გბ ოპერატიული მეხსიერება - 32 გიგაბაიტიან დამატებითი მეხსიერების მოდულთან ერთად. არ არის გამორიცხული, რომ ფინალური ვერსია წარმოდგენილი იქნება 4/64 გბ მეხსიერებით. ჯამში, Samsung Galaxy M20-მა AnTuTu-ზე ტესტირებისას მოაგროვა 107 452 ქულა. პროცესორის მიხედვით, ხსენებული სმარტფონი კონკურენციას გაუწევს Qualcomm Snapdragon 632-ს ან Snapdragon 636-საც კი. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.