Magdalena Posted November 24, 2018 Posted November 24, 2018 ASRock-მა განაცხადა, რომ უშვებს ახალ Z390 DeskMini GTX-ს. მას აქვს უახლესი Intel 9th Gen 8 Core LGA1151 პროცესორების, ასევე, 32 გიგაბაიტამდე DDR4-4000 მეხსიერების მხარდაჭერა - მაქსიმალური წარმადობისთვის 2,7 ლიტრი მოცულობის კორპუსში. DeskMini GTX ახალ სერიის მოდელებს აქვს ინტერფეისები USB 3.1 Gen2 Type-C და Type-A, უზრუნველყოფილია მონაცემთა გადაცემა 10 გბიტი/წმ-მდე სიჩქარით. ჩაშენებული addressable RGB header-ის პროგრამული უზრუნველყოფის - Polychrome RGB-ს მეშვეობით შესაძლებელია უნიკალური ფერადი ეფექტების რეჟიმების მართვა. ახალ Z390 DeskMini GTX-ს აქვს გაძლიერებული Intel® Z390 მიკროსქემების ნაკრები სიმძლავრით - 5+1 ფაზა - 95 ვატიანი და რვა ბირთვიანი Intel® 9th Gen პროცესორების მხარდაჭერისათვის. ასევე აქვს 32 გიგაბაიტამდე ტევადობის მქონე DDR4-4000 ოვერქლოქინგ-მეხსიერების მოდულებისა და NVIDIA GTX1080 8GB MXM ვიდეო ბარათების მხარდაჭერა. წინა პანელზე განთავსებულია USB 3.1 Gen2 Type-C და Type-A პორტები. ახალ Z390 DeskMini GTX-ს აქვს 5 ცალი მონაცემთა სანახი მოწყობილობის მიერთების საშუალება - 3 Ultra M.2 PCIe Gen3 x4 ს;ლოტი და 2 SATA 6Gb პორტი, რაც შთამბეჭდავია 5.7” x 7.4” ზომის micro STX დედა დაფისათვის. https://www.guru3d.com/news-story/asrock-launches-new-z390-deskmini-gtx-series.html 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.