Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კომპანია ASUS-ი წარმოგვიდგენს დედა დაფა ROG Strix B450-E Gaming-ს, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ სისტემებისათვის. დედა დაფა წარმოადგენს Asus-ის ყველაზე მოწინავე მოდელს AMD B450 ჩიპსეტზე და ბევრ საკითხში არ ჩამოუვარდება AMD X470-ის ბაზაზე გამოშვებულ პროდუქტებს. 

image.jpeg 

ROG Strix B450-E Gaming დედა დაფას აქვს კვების მძლავრი 12 ფაზიანი ქვესისტემა ერთი 8-პინიანი კონექტორით. საინტერესოა, რომ კვების ამგვარი ქვესისტემა არ აქვს AMD X470 ჩიპსეტზე არსებულ ყველა დაფას. ამავე დროს, ROG Strix X470-F Gaming-ს აქვს მხოლოდ ათი ფაზა.  

image.jpeg 

სხვა განსაკუთრებულობებიდან, რითიც ROG Strix B450-E Gaming გამოირჩევა სხვა, AMD B450 ჩიპსეტზე არსებული დაფებისგან, აღსანიშნავია Intel 9260 უსადენო ქსელების კონტროლერი Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 მხარდაჭერით, ასევე ორი M.2 კონექტორი. 

image.jpeg 

დაფას აქვს სამი სლოტი PCI Express 3.0 x1 და PCI Express 3.0 x16, ოთხი სლოტი DDR4-3533 (OC) ოპერატიული მეხსიერების მოდულებისთვის და ექვსი პორტი SATA III. დაფას აგრეთვე აქვს გიგაბიტური ქსელური კონტროლერი Intel I211-AT, ხმაზე კი პასუხისმგებელია კოდეკზე არსებული ქვესისტემა SupremeFX S1220A. დედა დაფა წარმოდგენილია RGB განათებით.  

დედა დაფა Asus ROG Strix B450-E Gaming უკვე იყიდება ევროპის რამოდენიმე მაღაზიაში დაახლოებით 150 ევროდ. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.