Magdalena Posted November 23, 2018 Posted November 23, 2018 კომპანია ASUS-ი წარმოგვიდგენს დედა დაფა ROG Strix B450-E Gaming-ს, რომელიც განკუთვნილია გეიმინგ სისტემებისათვის. დედა დაფა წარმოადგენს Asus-ის ყველაზე მოწინავე მოდელს AMD B450 ჩიპსეტზე და ბევრ საკითხში არ ჩამოუვარდება AMD X470-ის ბაზაზე გამოშვებულ პროდუქტებს. ROG Strix B450-E Gaming დედა დაფას აქვს კვების მძლავრი 12 ფაზიანი ქვესისტემა ერთი 8-პინიანი კონექტორით. საინტერესოა, რომ კვების ამგვარი ქვესისტემა არ აქვს AMD X470 ჩიპსეტზე არსებულ ყველა დაფას. ამავე დროს, ROG Strix X470-F Gaming-ს აქვს მხოლოდ ათი ფაზა. სხვა განსაკუთრებულობებიდან, რითიც ROG Strix B450-E Gaming გამოირჩევა სხვა, AMD B450 ჩიპსეტზე არსებული დაფებისგან, აღსანიშნავია Intel 9260 უსადენო ქსელების კონტროლერი Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 5.0 მხარდაჭერით, ასევე ორი M.2 კონექტორი. დაფას აქვს სამი სლოტი PCI Express 3.0 x1 და PCI Express 3.0 x16, ოთხი სლოტი DDR4-3533 (OC) ოპერატიული მეხსიერების მოდულებისთვის და ექვსი პორტი SATA III. დაფას აგრეთვე აქვს გიგაბიტური ქსელური კონტროლერი Intel I211-AT, ხმაზე კი პასუხისმგებელია კოდეკზე არსებული ქვესისტემა SupremeFX S1220A. დედა დაფა წარმოდგენილია RGB განათებით. დედა დაფა Asus ROG Strix B450-E Gaming უკვე იყიდება ევროპის რამოდენიმე მაღაზიაში დაახლოებით 150 ევროდ. https://overclockers.ru/hardnews/show/94547/asus-vypustila-prodvinutuju-materinskuju-platu-rog-strix-b450-e-gaming 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.