Magdalena Posted November 23, 2018 Posted November 23, 2018 გასული წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა კრიპტოსტარტაპებისთვის, რამდენადაც მათ შეძლეს საკმაოდ დიდი თანხის დაგროვება Ethereum-ში რესურსების მოკრებისას. ახლა კი მოვიდა კოინებისგან გათავისუფლების დრო, რომ როგორმე დაიფაროს ხარჯები. ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ ICO ჯგუფებს საკმაო რაოდენობის Ethereum-ი დარჩათ იმისათვის, რომ კრიპტოვალუტის ფასი დასწიოს. Ethereum-მა მიაღწია 18 თვიან მინიმუმს, რაც დაახლოებით 91%-ით შემცირების ტოლია მაქსიმალური ფასიდან. Ethereum-ის ფასის ვარდნის თავდაპირველ მიზეზად SEC-ს მიიჩნევენ. NewsBTC-ის მონაცემების მიხედვით, ფინანსურმა რეგულატორმა 250 ათასი დოლარით დააჯარიმა ორი კრიპტოსტარტაპი (Carrier EQ და Paragon Coin) ICO-ს გზით ფასიანი ქაღალდების გამოშვების გამო. აგრეთვე, აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ ბრალდება წაუყენა EtherDelta-ს დამფუძნებელს არარეგისტრირებული ბირჟის მართვის გამო. ფასის ვარდნის მთავარ კატალიზატორად მაინც ICO-ები ითვლება. მოცემული მომენტისთვის ისინი ფლობენ დაახლოებით 3,57 მილიონ ETH-ს, რაც მთელი მონეტების 3,5 პროცენტს შეადგენს. მოგახსენებთ, რომ აპრილში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო - მთელი მონეტების 4,5 პროცენტი. საშუალოსტატისტიკურმა ICO-მ გაყიდა მოგროვილი რესურსების დაახლოებით 64 % დანაკარგების დაფარვის მიზნით. თუმცა, ICO-ების უმეტესობას ჯერ კიდევ არ აქვს მსოფლიოში რეალური გამოყენება და არ მოაქვთ თავიანთი შემქმნელებისთვის თითქმის არანაირი მოგება. ამჟამად მათ ორი არჩევანი აქვთ - ან საერთოდ უნდა დახურონ პროექტი, ან განაგრძონ კოინების გაყიდვა ოპერაციული ხარჯების დასაფარად. ამიტომაა ბაზარზე არასტაბილური სიტუაცია და, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში არ დასტაბილურდება. https://bit.ly/2FEoblT 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.