Jump to content

Recommended Posts

Posted

ისევე, როგორც დისპლეის მწარმოებელი სხვა ლიდერი კომპანიები, იაპონური კომპანია Sharp-იც ჩაერთო დრეკადი OLED-დისპლეების წარმოებაში. (მოგახსენებთ, რომ Sharp-ის აქციების საკონტროლო პაკეტი კომპანია Foxconn-ს ეკუთვნის).  

Sharp-ის პირველი საცდელი დრეკადი OLED-ეკრანები წარმოდგენილი იყო Ceatec Japan 2018 გამოფენაზე, რომელიც მიმდინარეობდა 16-19 ოქტომბერს. კომპანიამ მოახდინა 6,18-დუიმიანი დისპლეის პრეზენტაცია -  536 პიქსელით დუიმზე. წარმოდგენილი ეკრანები გარეგნულად ორი ტიპის იყო: S-ის მსგავსი და თაღისებრი. 

image.jpeg

 

კომპანია Sharp-ის OLED-ეკრანები გამოდის ახალი ხაზით. სერიული წარმოება დაიწყო მიმდინარე წლის ივნისიდან. წარმოების ამ ხაზში, ქალაქ საკაიში მდებარე ქარხანაში, კომპანიამ ჩადო დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ოდენობით კაპიტალი. მიმდინარე წლის ოქტომბერში Sharp-მა წარადგინა OLED-დისპლეის მქონე პირველი სმარტფონი - Aquos Zero 

პერსპექტივაში, Sharp-ს გათვლილი აქვს, გახდეს OLED-დისპლეების მიმწოდებელი Apple-ისთვის და დაიწყოს საკუთარი დრეკადი სმარტფონების გამოშვება. 

image.jpeg

კომპანიის ეკრანები დამზადების პროცესს გადიან იაპონიის ორ ქარხანაში. თავდაპირველად, ქარხანა Sharp Mie Plant-ში მზადდება სუბსტრატი ტრანზისტორებით, პიქსელების მართვისთვის. მინის სუბსტრატზე ემატება პოლიმერი, რომელზეც იქმნება TF-ტრანზისტორები და მმართველი ჯაჭვები (დრაივერები და ა.შ.). ელექტრონიკა იქმნება პოლიკრისტალური სილიკონისგან დაბალტემპერატურულ რეჟიმზე (low-temperature polycrystalline silicon, LTPS). 

წარმოების შემდგომ ეტაპზე, ამჯერად უკვე საკაიში მდებარე ქარხანაში,  ლითონის ფოტონიღბებისა და ვაკუუმის საშუალებით TF-ტრანზისტორების ფენას ემატება ორგანული მატერიალები, რომლებიც ახდნენ სუბპიქსელების ფორმირებას. ამის შემდეგ მინის სუბსტრატი შორდება პოლიმერულ სუბსტრატს, რომელიც წარმოგვიდგება უკვე როგორც სრულფასოვანი დრეკადი დისპლეი.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.