Magdalena Posted November 22, 2018 Posted November 22, 2018 ისევე, როგორც დისპლეის მწარმოებელი სხვა ლიდერი კომპანიები, იაპონური კომპანია Sharp-იც ჩაერთო დრეკადი OLED-დისპლეების წარმოებაში. (მოგახსენებთ, რომ Sharp-ის აქციების საკონტროლო პაკეტი კომპანია Foxconn-ს ეკუთვნის). Sharp-ის პირველი საცდელი დრეკადი OLED-ეკრანები წარმოდგენილი იყო Ceatec Japan 2018 გამოფენაზე, რომელიც მიმდინარეობდა 16-19 ოქტომბერს. კომპანიამ მოახდინა 6,18-დუიმიანი დისპლეის პრეზენტაცია - 536 პიქსელით დუიმზე. წარმოდგენილი ეკრანები გარეგნულად ორი ტიპის იყო: S-ის მსგავსი და თაღისებრი. კომპანია Sharp-ის OLED-ეკრანები გამოდის ახალი ხაზით. სერიული წარმოება დაიწყო მიმდინარე წლის ივნისიდან. წარმოების ამ ხაზში, ქალაქ საკაიში მდებარე ქარხანაში, კომპანიამ ჩადო დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ოდენობით კაპიტალი. მიმდინარე წლის ოქტომბერში Sharp-მა წარადგინა OLED-დისპლეის მქონე პირველი სმარტფონი - Aquos Zero. პერსპექტივაში, Sharp-ს გათვლილი აქვს, გახდეს OLED-დისპლეების მიმწოდებელი Apple-ისთვის და დაიწყოს საკუთარი დრეკადი სმარტფონების გამოშვება. კომპანიის ეკრანები დამზადების პროცესს გადიან იაპონიის ორ ქარხანაში. თავდაპირველად, ქარხანა „Sharp Mie Plant“-ში მზადდება სუბსტრატი ტრანზისტორებით, პიქსელების მართვისთვის. მინის სუბსტრატზე ემატება პოლიმერი, რომელზეც იქმნება TF-ტრანზისტორები და მმართველი ჯაჭვები (დრაივერები და ა.შ.). ელექტრონიკა იქმნება პოლიკრისტალური სილიკონისგან დაბალტემპერატურულ რეჟიმზე (low-temperature polycrystalline silicon, LTPS). წარმოების შემდგომ ეტაპზე, ამჯერად უკვე საკაიში მდებარე ქარხანაში, ლითონის ფოტონიღბებისა და ვაკუუმის საშუალებით TF-ტრანზისტორების ფენას ემატება ორგანული მატერიალები, რომლებიც ახდნენ სუბპიქსელების ფორმირებას. ამის შემდეგ მინის სუბსტრატი შორდება პოლიმერულ სუბსტრატს, რომელიც წარმოგვიდგება უკვე როგორც სრულფასოვანი დრეკადი დისპლეი. https://overclockers.ru/hardnews/show/94535/sharp-pokazala-gibkie-oled-s-vysokim-razresheniem 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.