Magdalena Posted November 22, 2018 Posted November 22, 2018 მომავალი წლისთვის დაგეგმილი Samsung Galaxy S10-ის პრემიერა მიძღვნილი იქნება S-სერიის ათი წლის იუბილესთვის და მოიცავს უამრავი სიახლის დანერგვას. სიახლე იქნება ისიც, რომ გამოვა ახალი თაობის სამი სმარტფონი ერთად - ნაცვლად ორისა, როგორც ეს მოხდა S8-ისა და S9-ის შემთხვევაში. თუმცა, თუკი გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, სამხრეთკორეული გიგანტი არ აპირებს შემოიფარგლოს მხოლოდ სამი ახალი სმარტფონით და წარმოგვიდგენს კიდევ ერთ დივაისს, რომელსაც ჯერჯერობით კოდური სახელწოდებით - Beyond X-ით მოიხსენიებენ. ჯერჯერობით, Samsung-ის ყველაზე ძლიერ სმარტფონად მიიჩნევა Galaxy Note 9, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია ამზადებს კიდევ უფრო კარგს. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ახალ დივაისს ექნება 6,7-დუიმიანი დისპლეი (შედარებისთვის: Galaxy Note 9-ის ეკრანის დიაგონალი 6,4 დუიმია), ექვსი კამერა (ორი ფრონტალური და ოთხი უკანა) და 5G მხარდაჭერა. არაოფიციალური მონაცემებით, კომპანია Samsung-ი Galaxy S10-საც და Beyond X-საც ერთად წარადგენს ღონისძიებაზე, რომელიც თებერვლის შუა პერიოდში გაიმართება. Beyond X გაყიდვაში გაეშვება მხოლოდ S10-ის სამი მოდიფიკაციის გამოსვლის შემდეგ - დაახლოებით საგაზაფხულო პერიოდში. ეს პერიოდი კი დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ კომპანიას უწევს დაელოდოს იმ დროს, როდესაც ოპერატორები სრულფასოვნად დაამუშავებენ მეხუთე თაობის ქსელს. ფოტოზე ხედავთ Samsung Galaxy S10-ის ერთ-ერთ კონცეპტს, რომელიც გარეშე დიზაინერებმა შექმნეს მომავალი ფლაგმანის შესახებ გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით. დისპლეიზე ჭრილი არ არის, თუმცა არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა ჭრილი დაემატოს. აღვნიშნავთ, რომ Galaxy S10 და Beyond X - ეს ყველაფერი არ არის, რასაც Samsung-სგან უნდა ველოდოთ 2019 წელს. ამავე წელს ბაზარზე გამოვა დასაკეცი სმარტფონი-პლანშეტი დრეკადი დისპლეით. ეს მოდელი ჯერჯერობით მოიხსენიება, როგორც Galaxy F ან Galaxy Flex. https://3dnews.ru/978486 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.