Jump to content

Recommended Posts

Posted

მომავალი წლისთვის დაგეგმილი Samsung Galaxy S10-ის პრემიერა მიძღვნილი იქნება S-სერიის ათი წლის იუბილესთვის და მოიცავს უამრავი სიახლის დანერგვას. სიახლე იქნება ისიც, რომ გამოვა ახალი თაობის სამი სმარტფონი ერთად - ნაცვლად ორისა, როგორც ეს მოხდა S8-ისა და  S9-ის შემთხვევაში. თუმცა, თუკი გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, სამხრეთკორეული გიგანტი არ აპირებს შემოიფარგლოს მხოლოდ სამი ახალი სმარტფონით და წარმოგვიდგენს კიდევ ერთ დივაისს, რომელსაც ჯერჯერობით კოდური სახელწოდებით - Beyond X-ით მოიხსენიებენ. 

image.jpeg

 

ჯერჯერობით, Samsung-ის ყველაზე ძლიერ სმარტფონად მიიჩნევა Galaxy Note 9, თუმცა, როგორც ანს, კომპანია ამზადებს კიდევ უფრო კარგს.  

წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ახალ დივაისს ექნება 6,7-დუიმიანი დისპლეი (შედარებისთვის: Galaxy Note 9-ის ეკრანის დიაგონალი 6,4 დუიმია), ექვსი კამერა (ორი ფრონტალური და ოთხი უკანა) და 5G მხარდაჭერა. 

არაოფიციალური მონაცემებით, კომპანია Samsung- Galaxy S10-საც და  Beyond X-საც ერთად წარადგენს ღონისძიებაზე, რომელიც თებერვლის შუა პერიოდში გაიმართება. Beyond X გაყიდვაში გაეშვება მხოლოდ S10-ის სამი მოდიფიკაციის გამოსვლის შემდეგ - დაახლოებით საგაზაფხულო პერიოდში. ეს პერიოდი კი დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ კომპანიას უწევს დაელოდოს იმ დროს, როდესაც ოპერატორები სრულფასოვნად დაამუშავებენ მეხუთე თაობის ქსელს. 

image.jpeg

ფოტოზე ხედავთ Samsung Galaxy S10-ის ერთ-ერთ კონცეპტს, რომელიც გარეშე დიზაინერებმა შექმნეს მომავალი ფლაგმანის შესახებ გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით. დისპლეიზე ჭრილი არ არის, თუმცა არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა ჭრილი დაემატოს. 

აღვნიშნავთ, რომ Galaxy S10 და Beyond X - ეს ყველაფერი არ არის, რასაც Samsung-სგან უნდა ველოდოთ 2019 წელს. ამავე წელს ბაზარზე გამოვა დასაკეცი სმარტფონი-პლანშეტი დრეკადი დისპლეით. ეს მოდელი ჯერჯერობით მოიხსენიება, როგორც Galaxy F ან Galaxy Flex. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.