Magdalena Posted November 22, 2018 Posted November 22, 2018 გასულ კვირაში Instagram-მა გამოუშვა მაჩვენებელი, თუ რამდენ დროს ატარებდნენ მომხმარებლები მასზე. ახლა კი Facebook-ი გვთავაზობს იმავეს: კომპანიამ გამოუშვა აპლიკაცია იდენტური ფუნქციით. კომპანიამ Instagram-სა და Facebook-ისთვის განკუთვნილი ამ სიახლის შესახებ დააანონსა აგვისტოში, მოძრაობა “time well-spent”-ის ფარგლებში, რამაც სრულიად მოიცვა ტექნოლოგიური სამყარო. Facebook-ისგან განსხვავებით, Apple-ის „Screen Time“ და Google-ის „Digital Wellbeing“ ფუნქციები მომხმარებლებს აძლევენ საშუალებას, თავადვე დაბლოკონ თავები აპლიკაციის გამოყენებისგან და არა მხოლოდ - მიიღონ ინფორმაცია დახარჯულ დროზე. Facebook-ის ახალი ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დააწესოს შეზღუდვა აპლიკაციის გამოყენებაზე: როდესაც დაწესებულ დროს ამოწურავთ, მიიღებთ შეხსენებას. მომხმარებლები შეძლებენ იხილონ ყოველ დღე, თუ რამდენი ხანი გაატარეს Facebook-ზე. ახალი ფუნქციის საშუალებით გაარკვევთ, რამდენად ხართ დამოკიდებული სოციალურ ქსელზე. https://www.theverge.com/2018/11/20/18104979/facebook-dashboard-time-on-site-app-spent-rolling-out Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.