Magdalena Posted November 20, 2018 Posted November 20, 2018 ყველა კომპანია ცდილობს, იყოს ლიდერი იმ სფეროში, სადაც საქმიანობს. სმარტფონების ბაზარზე ამ დროისთვის ლიდერის ტიტული Samsung-ს ეკუთვნის (მიწოდების მოცულობის თვალსაზრისით). თუმცა, ბოლო პერიოდში ჩინური კომპანიები მეტად სწრაფი ტემპებით ვითარდებიან და მიიწევენ წინ. მათ შორის, კომპანია Huawei-ს ჩაფიქრებული აქვს მოიპოვოს უპირობო ლიდერობა მსოფლიო ბაზარზე. ფაქტია, რომ ეს მიზანი არ არის საფუძველს მოკლებული: Huawei-მ უკვე ჩამოიტოვა Apple და დაიკავა მსოფლიოში მეორე ადგილი. ასე რომ, გეგმა - გადაუსწროს Samsung-ს - ნამდვილად არ წარმოადგენს შეუძლებელს. კომპანია ბევრს შრომობს მიზნის მისაღწევად, განსაუთრებით, ფლაგმანების კუთხით: Huawei P და Mate ფლაგმანებმა მეტად კარგი შეფასება დაიმსახურა რეცენზისტების მხრიდან, ძირითადად ფოტოგადაღების შესაძლებლობების თვალსაზრისით. ჯამში, Huawei-მ უკვე ბევრს მიაღწია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი პირველი სმარტფონი მხოლოდ 2010 წელს გამოვიდა. Huawei-ის სამომხმარებლო ქვედანაყოფის გენერალურმა დირექტორმა რიჩარდ იუმ (Richard Yu) განაცხადა: „მომავალ წელს ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვიქნებით პირველ ადგილთან - შესაძლოა, უკვე Samsung-საც გავუტოლდეთ და კიდევ ერთი წლის შემდეგ - 2020 წელს, გვექნება პირველი ადგილის დაკავების შანსი“. დასახული მიზნის მისაღწევად კომპანიას ბევრი შრომა მოუწევს. მიმდინარე წლის დასაწყისში Huawei უკვე თამამად უნდა გასულიყო ამერიკულ ბაზარზე აშშ-ის ოპერატორებთან თანამშრომლობით, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა, რადგან ამერიკელმა კანონმდებლებმა ჩათვალეს, რომ ჩინური კომპანიები, მათ შორის Huawei, შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდნენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის. საბოლოო ჯამში, ამერიკელები გარიგებიდან გავიდნენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის ფარგლებში შეიზღუდა კომპანიის სმარტფონების გაყიდვა და ბოლო ვერსიის Mate 20 ოფიციალურად არ იქნება ხელმისაწვდომი აშშ-ში. https://3dnews.ru/978326 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.