Jump to content

Recommended Posts

Posted

ყველა კომპანია ცდილობს, იყოს ლიდერი იმ სფეროში, სადაც საქმიანობს. სმარტფონების ბაზარზე ამ დროისთვის ლიდერის ტიტული Samsung-ს ეკუთვნის (მიწოდების მოცულობის თვალსაზრისით). თუმცა, ბოლო პერიოდში ჩინური კომპანიები მეტად სწრაფი ტემპებით ვითარდებიან და მიიწევენ წინ. მათ შორის, კომპანია Huawei-ს ჩაფიქრებული აქვს მოიპოვოს უპირობო ლიდერობა მსოფლიო ბაზარზე. 

image.jpeg 

ფაქტია, რომ ეს მიზანი არ არის საფუძველს მოკლებული: Huawei-მ უკვე ჩამოიტოვა Apple და დაიკავა მსოფლიოში მეორე ადგილი. ასე რომ, გეგმა - გადაუსწროს Samsung-ს - ნამდვილად არ წარმოადგენს შეუძლებელ. კომპანია ბევრს შრომობს მიზნის მისაღწევად, განსაუთრებით, ფლაგმანების კუთხით: Huawei P და Mate ფლაგმანებმა მეტად კარგი შეფასება დაიმსახურა რეცენზისტების მხრიდან, ძირითადად ფოტოგადაღების შესაძლებლობების თვალსაზრისით. ჯამში, Huawei-მ უკვე ბევრს მიაღწია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი პირველი სმარტფონი მხოლოდ 2010 წელს გამოვიდა. 

Huawei-ის სამომხმარებლო ქვედანაყოფის გენერალურმა დირექტორმა რიჩარდ იუმ (Richard Yu) განაცხადა: „მომავალ წელს ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვიქნებით პირველ ადგილთან -  შესაძლოა, უკვე Samsung-საც გავუტოლდეთ და კიდევ ერთი წლის შემდეგ - 2020 წელს, გვექნება პირველი ადგილის დაკავების შანსი. 

image.jpeg 

დასახული იზნის მისაღწევად კომპანიას ბევრი შრომა მოუწევს. მიმდინარე წლის დასაწყისში Huawei უკვე თამამად უნდა გასულიყო ამერიკულ ბაზარზე აშშ-ის ოპერატორებთან თანამშრომლობით, მაგრამ ეს გეგმა ჩავარდა, რადგან ამერიკელმა კანონმდებლებმა ჩათვალეს, რომ ჩინური კომპანიები, მათ შორის Huawei, შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდნენ ეროვნულ უსაფრთხოებისთვის. საბოლოო ჯამში, ამერიკელები გარიგებიდან გავიდნენ. აქვე აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის ფარგლებში შეიზღუდა კომპანიის სმარტფონების გაყიდვა და ბოლო ვერსიის Mate 20 ოფიციალურად არ იქნება ხელმისაწვდომი აშშ-ში. 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.