Magdalena Posted November 20, 2018 Posted November 20, 2018 Barnes & Noble-მა მიმდინარე თვის დასაწყისში წარადგინა თავისი უახლესი პლანშეტი - Nook 10.1 ", რომლის ფასი 129,99 აშშ დოლარია. მოწყობილობის გაყიდვები გასული კვირიდან დაიწყო, ახლა კი, Good eReader-ის ინფორმაციის თანახმად, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს პლანშეტისთვის საჭირო აქსესუარებს. ამ ეტაპზე წარმოდგენილია დამტენი დოკი და კლავიატურა. ხსნებული აქსესუარები პირველი ოფიციალური დანამატებია, რომლებიც Barnes & Noble-მა გამოუშვა სპეციალურად Nook-ისთვის. ამ დრომდე, მრავალი წლის განმავლობაში, გამოიყენებოდა სხვა დამტენები და დოკ-სადგურები. ახალი დოკ-სადგურის ფასი 34, 95 აშშ დოლარია და მისი საშუალებით შესაძლებელია პლანშეტის გამოყენება დატენვის პროცესშიც: შეგიძლიათ უყუროთ ფილმებს, განახორციელოთ ვიდეოზარები ან უსმინოთ აუდიოწიგნებს. Barnes & Noble ასევე გვთავაზობს Smart Folio Cover-სა და კლავიატურას, რომლებიც მაგნიტურად უკავშირდება პლანშეტს და დახურვისას თიშავს დისპლეის. მისი ფასი 39,95 დოლარია. იმის გათვალისწინებით, რომ Barnes & Noble-ის ბრენდირებულ Android-პლანშეტს ახლა უკვე დაემატა საკუთარი დოკ-სადგური და კლავიატურა - იგი უფრო მეტად სასარგებლო და კომფორტულად გამოყენებადი გახდება მომხმარებლებისთვის. https://www.theverge.com/2018/11/18/18101067/barnes-and-noble-unveils-nook-10-charging-dock-keyboard-ereader-android-tablet
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now