Magdalena Posted November 19, 2018 Posted November 19, 2018 მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემების შეჯამების შედეგად, კომპანია Canalys-მა დაასახელა უმსხვილესი რეგიონები ხმოვანი ასისტენტის მხარდაჭერის მქონე სმარტ-დინამიკების რეალიზაციის კუთხით. კომპანიის ანალიტიკოსების შეფასებით, ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში გლობალური მასშტაბით რეალიზებული იყო დაახლოებით 19,7 მილიონი სმარტ-დინამიკი. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მეტია 2017 წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით - 2017 წელს გაყიდვებმა შეადგინა 8,3 მილიონი ერთეული. სმარტ-დინამიკები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ აშშ-ის ბაზარზე: ზემოთხსენებულ სამთვიან პერიოდში აშშ-ში რეალიზებული იყო 8 მილიონზე მეტი მსგავსი მოწყობილობა. აშშ-ის წილმა შეადგინა მსოფლიო ბაზრის 42,1 %. მეორე უმსხვილეს რეგიონს წარმოადგენს ჩინეთი - 5,8 მილიონი გაყიდული სმარტ-დინამიკით. ჩინეთის წილმა შეადგინა მსოფლიო ბაზრის 29,4 %. ამგვარად, აშშ და ჩინეთი ერთად იკავებენ ინდუსტრიის 70 %-ზე მეტს. 1 მილიონი სმარტ-დინამიკი გაიყიდა დიდ ბრიტანეთში: მისმა მაჩვენებელმა შეადგინა ბაზრის 5,1 %. რაც შეეხება ჭკვიანი დინამიკების წამყვან მწარმოებლებს, ლიდერი გახლავთ Amazon-ი - 31,9%-იანი მაჩვენებლით. მას მოსდევს კომპანია Google – 29,8 %-ით და Alibaba 11,1 %-ით. ექსპერტები თვლიან, რომ 2018 წლის ბოლოს, ჯამში, გაყიდული სმარტ-დინამიკების რაოდენობა 75 მილიონ ერთეულს მიაღწევს. https://3dnews.ru/978276 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.