Magdalena Posted November 18, 2018 Posted November 18, 2018 რიჩარდ იუმ (Richard Yu) – Huawei-ს სამომხმარებლო ბიზნეს-ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს საერთაშორისო ბაზარზე გავიდეს საკუთარი ხმოვანი ასისტენტით. ფოტო: Bloomberg ჩინეთში Huawei-ს მოწყობილობებში გამოიყენება ინტელექტუალური დამხმარე Xiaoyi. უფრო კონკრეტულად, ეს ასისტენტი გამოყენებულია რამოდენიმე სმარტფონსა და AI Cube სმარტ-დინამიკებში. ჩინეთის ფარგლებს გარეთ Xiaoyi ხელმისაწვდომი არ გახლავთ. როგორც რიჩარდ იუმ აღნიშნა, კომპანია აპირებს გადაინაცვლოს ჩინეთსგარე ბაზრებზეც საკუთარი ხმოვანი დამხმარეს გამოყენების კუთხით. „თავდაპირველად ჩვენს სმარტფონებსა და AI Cube დინამიკებში ჩვენ ვიყენებდით Google Assistant-ს ან Amazon Alexa-ს. მეტი დრო გვჭირდება, რათა ავამუშავოთ ჩვენივე სერვისები ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე. პერსპექტივაში, ეს სერვისები ჩინეთის ფარგლებს გასცდება“ - განაცხადა Huawei-ს ხელმძღვანელმა. ფოტო: Reuters ცხადია, რომ გლობალურ ბაზარზე გასვლის შემდეგ, Huawei-ს სმარტ-ასისტენტი კონკურენციას გაუწევს ზემოთხსენებულ სისტემებს - Google Assistant-სა და Amazon Alexa-ს. პროექტის რეალიზაციის ვადებთან დაკავშირებით რიჩარდ იუს არაფერი განუცხადებია. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, IDC-ის მონაცემებით, კომპანია Huawei-მ მოახდინა 52 მილიონი დივაისის რეალიზება, რაც 14,6%-ს შეადგენს. კომპანია წამყვან მწარამოებელთა სიაში მეორე ადგილზე იმყოფება, იგი ჩამორჩება მხოლოდ Samsung-ს. https://3dnews.ru/978230 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now