Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI ამზადებს ვიდეო ბარათს - GeForce RTX 2070 Aero ITX, რომელიც არის GeForce RTX 20- სერიის Turing-ის ბაზაზე არსებული ყველაზე კომპაქტური ბარათის სახელწოდების პრეტენდენტი. სამწუხაროდ, რესურსი VideoCardz - რომელმაც გამოაქვეყნა ბარათის ფოტო,  არ აზიაებს ინფორმაციას მის ზუსტ  გაბარიტებზე, თუმცა ფოტოდანაც  თვალნათლივ ჩანს, რომ ბარათი მეტად კომპაქტურია თავისი კლასის შესაბამისად. 

image.jpeg

 

გაბარიტების მაქსიმალურად შემცირება, უპირველეს ყოვლისა, მოხდა კომპონენტების უფრო მჭიდროდ განთავსების ხარჯზე. გარდა ამისა, კომპაქტურობას ხელი შეუწყო NVLink  კონექტორის არარსებობამ, რაც ისედაც არ არის გათვალისწინებული GeForce RTX 2070-ში. და ბოლოს, ზომების შემცირების მიზნით კომპანია MSI-მ გადაწყვიტა უარი ეთქვა VirtualLink (USB Type-C) კონექტორზე, ბარათს ასევე არ აქვს DVI output (Digital Visual Interface). ეს უკანასკნელიც არ გვხვდება ბევრ არაეტალონურ GeForce RTX 2070 ბარათში. ახალ კომპაქტურ ვიდეო ბარათს აქვს სამი DisplayPort 1.4 და ერთი HDMI 2.0b. 

image.jpeg 

იქიდან გამომდინარე, რომ GeForce RTX 2070 Aero ITX დასახელებაში არ ფიგურირებს აბრევიატურა „OC”, გრაფიკული პროცესორი Turing TU106 ამ შემთხვევაში მუშაობს 1410/1620  მჰც ეტალონული სიხშირით. ეს ფაქტი არ არის გასაკვირი, ვინაიდან ბარათს აქვს მეტად მოკრძალებული გაგრილების სისტემა მცირე ზომის რადიატორითა და მხოლოდ ერთი ვენტილატორით. ასეა თუ ისე, ამგვარი სისტემა სავსებით საკმარისი იქნება TDP-სთვის 175 ვატზე. რაიმე სახის მნიშვნელოვან აჩქარებაზე, რა საკვირველია, საუბარიც არაა. ამისათვის არსებობს სხვა შესაბამისი მოდელები, ზემოთხსენებული სისტემა კი განკუთვნილია კომპაქტური ქეისებისთვის 

ჯერჯერობით ცნობილი არ გახლავთ, როდიდან გაიყიდება და რა ეღირება ვიდეო ბარათი GeForce RTX 2070 Aero ITX. 

  • Like 1
Posted

მინი 2070 -ია

GTX 1060 ვერსიაზე დიდია ვითომ ?

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.