Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო პერიოდში აქტიურად ვცელდება ნიუსები დასაკეც სმარტფონებთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ყველაზე დიდი გამოხმაურება Samsung Galaxy F-ს მოჰყვა, თუმცა სამართლიანად უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოში პირველი დრეკადი სმარტფონი Royole FlexPai გახლავთ, რომლის შესახებ ცნობები Galaxy F-მა გადაფარა და საზოგადოებამ რატომღაც მიივიწყა FlexPai. ამჯერად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ დასაკეცი სმარტფონის წარსადგენად ემზადება კომპანია Xiaomi: ამის შესახებ ცნობები გაჩნდა მიკრობლოგინგის პლატფორმა Weibo-ზე. 

image.jpeg 

სმარტფონის დასახელება ამ ეტაპზე მოიაზრება Xiaomi X. დასაკეცი დისპლეის გარდა, სმარტფონისთვის მწარმოებლებმა შეიმუშავეს მოძრავი მოდული ფრონტალური კამერით. როგორც ცნობილია, მსგავსი გადაწყვეტილება კომპანიამ ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ დააპატენტა.  

Xiaomi X-ისთვის გათვალისწინებული დამატებითი 3-დუიმიანი ეკრანი, რომელიც დაიკავებს წინა პანელის ზედა ნაწილს. მასზე განთავსდება ძირითადი კამერის სამი მოდული და ფლეშ-განათება. რაც შეეხება მთავარ დისპლეის, მას მაქსიმალურად ვიწრო ჩარჩოები ექნება. როგორც რენდერებიდან ჩანს, თითს ანაბეჭდის სკანერი განთავსებული იქნება პირდაპირ მატრიცაზე. (იხ.ფოტო) 

image.jpeg 

Xiaomi X-ის ფასი და ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, თუმცა უკვე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ იაფი ნამდვილად არ ეღირება. მოსალოდნელია ისიც, რომ სმარტფონი იმუშავებს 7 ნანომეტრიან Qualcomm Snapdragon 8150 პროცესორზე.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.