Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად წარადგინა კიდევ ერთი ბარათი Turing გრაფიკულ პროცესორზე: პროფესიონალური ვიდეო ბარათი Quadro RTX 4000  მიეკუთვნება საშუალო ფასის მქონე სეგმენტს.  

image.jpeg

 

ახალი ვიდეო ბარათი აგებულია Turing TU106 გრაფიკული პროცესორის სრულ ვერსიაზე - ისევე როგორც GeForce RTX 2070. აქვს 2304 CUDA ბირთვი, 288 tensor ბირთვი და 36 ბირთვი real-time ray tracing-ისთვის. (NVIDIA-მ მიუთითა, რომ ბარათს მხოლოდ 26 RT ბირთვი აქვს, რაც სავარაუდოდ შეცდომაა - იხილეთ ცხრილში: 

image.png

 

მწარმოებელი აცხადებს, რომ Quadro RTX 4000-ს შეუძლია წამში 6 მილიარდი სხივის დამუშავება, მისი წარმადობა კი შეადგენს 43T RTX-OPS-ს. ახალი ბარათის გრაფიკული პროცესორის boost-სიხშირე შეადგენს 1540 მეგაჰერცს. 

ვიდეო ბარათს აქვს 8 გიგაბაიტიანი GDDR6 ვიდეომეხსიერება  - 256 ბიტიანი ინტერფეისით, ისევე როგორც GeForce RTX 2070-ს. თუმცა მისი ტაქტის სიხშირე 1625 მეგაჰერცს შეადგენს, რის საშუალებითაც განპირობებულია 13 გბიტი/წმ სიჩქარე. GeForce RTX 2070-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებლებია 1750 მეგაჰერცი და 14 მბიტი/წმ. 

image.jpeg

ახალი ვიდეო ბარათი ერთსლოტიანია, მისი ენერგომოხმარება, როგორც NVIDIA აცხადებს, არ აღემატება 160 ვატს. დამატებითი კვებისათვის გათვალისწინებულია 8-პინიანი კონექტორი. გაგრილების სისტემას რაც შეეხება - აქვს რადიალური ტიპის ვენტილატორები. პორტებიდან გააჩნია: სამი Display Port 1.4 და ერთი VirtualLink. 

ვიდეო ბარათი NVIDIA Quadro RTX 4000 გაიყიდება დეკემბრიდან, მისი ფასი  VideoCardz-ის ინფორმაციით 900 აშშ დოლარი იქნება. შედარებისთვის, Quadro RTX 5000 ღირს  2300 $, Quadro RTX 6000 კი - 6300 დოლარი. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.