Magdalena Posted November 14, 2018 Posted November 14, 2018 კომპანია NVIDIA-მ ოფიციალურად წარადგინა კიდევ ერთი ბარათი Turing გრაფიკულ პროცესორზე: პროფესიონალური ვიდეო ბარათი Quadro RTX 4000 მიეკუთვნება საშუალო ფასის მქონე სეგმენტს. ახალი ვიდეო ბარათი აგებულია Turing TU106 გრაფიკული პროცესორის სრულ ვერსიაზე - ისევე როგორც GeForce RTX 2070. აქვს 2304 CUDA ბირთვი, 288 tensor ბირთვი და 36 ბირთვი real-time ray tracing-ისთვის. (NVIDIA-მ მიუთითა, რომ ბარათს მხოლოდ 26 RT ბირთვი აქვს, რაც სავარაუდოდ შეცდომაა - იხილეთ ცხრილში: მწარმოებელი აცხადებს, რომ Quadro RTX 4000-ს შეუძლია წამში 6 მილიარდი სხივის დამუშავება, მისი წარმადობა კი შეადგენს 43T RTX-OPS-ს. ახალი ბარათის გრაფიკული პროცესორის boost-სიხშირე შეადგენს 1540 მეგაჰერცს. ვიდეო ბარათს აქვს 8 გიგაბაიტიანი GDDR6 ვიდეომეხსიერება - 256 ბიტიანი ინტერფეისით, ისევე როგორც GeForce RTX 2070-ს. თუმცა მისი ტაქტის სიხშირე 1625 მეგაჰერცს შეადგენს, რის საშუალებითაც განპირობებულია 13 გბიტი/წმ სიჩქარე. GeForce RTX 2070-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებლებია 1750 მეგაჰერცი და 14 მბიტი/წმ. ახალი ვიდეო ბარათი ერთსლოტიანია, მისი ენერგომოხმარება, როგორც NVIDIA აცხადებს, არ აღემატება 160 ვატს. დამატებითი კვებისათვის გათვალისწინებულია 8-პინიანი კონექტორი. გაგრილების სისტემას რაც შეეხება - აქვს რადიალური ტიპის ვენტილატორები. პორტებიდან გააჩნია: სამი Display Port 1.4 და ერთი VirtualLink. ვიდეო ბარათი NVIDIA Quadro RTX 4000 გაიყიდება დეკემბრიდან, მისი ფასი VideoCardz-ის ინფორმაციით 900 აშშ დოლარი იქნება. შედარებისთვის, Quadro RTX 5000 ღირს 2300 $, Quadro RTX 6000 კი - 6300 დოლარი. https://3dnews.ru/978127 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.