Magdalena Posted November 12, 2018 Posted November 12, 2018 Valve აპირებს გამოუშვას საკუთარი vr ჰედსეტი. ამის შესახებ დასტურდება გავრცელებული ფოტოებით. ფოტოს წყარო: imgur.com გარკვეული პერიოდის წინ Valve გაერთიანდა HTC-სთან, რათა ერთობლივად ემუშავათ ვირტუალური რელობის ჰედსეტის შექმნაზე, თუმცა ამჯერად როგორც ლოგოტიპიდან ჩანს, Valve მუშაობს კონკრეტულად საკუთარ პროდუქტზე. ამ ფაქტს ადასტურებს რესურს UploadVR-ის წყაროებიც. ცნობილია, რომ ჰედსეტს ექნება 135 გრადუსიანი თვალთახედვის კუთხე, გაფართოება 2880x1600, ასევე - SteamVR მოძრაობის სენსორი, ჩაშენებული ყურსასმენები და წყვილი კამერა. გათვალისწინებულია Knuckles-ის VR-კონტროლერების კომპლექტი. გარდა ამისა, წყაროების ინფორმაციით, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული იქნება Half-Life-ის VR-ვერსია, რომელიც შესაძლოა იყოს Half-Life 3-ის დასაწყისი (prequel). უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი ფოტოები 2018 წლის ივლისშია გადაღებული, ასე რომ ამ დროისთვის ჰედსეტზე მუშაობა ბევრად წინ იქნება წასული. თუმცა ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა. https://bit.ly/2FixBDk
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.