Magdalena Posted November 12, 2018 Posted November 12, 2018 ცნობილი გახდა, რომ 2019 წლიდან NVIDIA გადადის 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. მცირე ხნის წინ კომპანია AMD-მ წარადგინა 7 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე წარმოებული EPYC Zen 2 პროცესორები და Vega სერიის ვიდეო ბარათები. შედეგად, AMD აღმოჩნდა დისკრეტული GPU-ების მსოფლიოში პირველი მწარმოებელი კომპანია, რომელმაც პირველმა გამოიყენა 7 ნანომეტრიანი წარმოების ტექნოლოგია. DigiTimes-ის ინფორმაციით, NVIDIA 7nm TSMC ტექნოლოგიის გამოყენებას მომავალი წლისთვის აპირებს, რის შედეგადაც იგი კონკურენციას გაუწევს AMD-ს. ხსენებული ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებით გაიზრდება Turing სერიის ბარათების წარმადობა/ეფექტურობა - მათი ძირითადი გრაფიკული არქიტექტურის ცვლილების გარეშეც კი. რაღა თქმა უნდა, NVIDIA-ს გეგმები მოულოდნელობას არ წარმოადგენს - საუკეთესო, წამყვანი გრაფიკული პროცესორები საუკეთესო ლითოგრაფიას საჭიროებენ. https://overclockers.ru/blog/ddr77/show/21987/nvidia-perehodit-na-7nm 1 2 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.